შპს 'ჯანმრთელობის ცენტრი' - მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებაა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და კვლევის თანამედროვე მეთოდებით. აქ დიაგნოსტიკასთან ერთად შესაძლებელია მკურნალობაც.
'ჯანმრთელობის ცენტრი' სამართალმემკვიდრეა დედათა და ბავშვთა სამკურნალო - პროფილაქტიკური ცენტრისა , რომელმაც ამ ოცი წლის მანძილზე ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა, მატერიალურ - ტექნიკური ბაზის სრულყოფით, და მაღალტექნოლოგიების დამკვიდრებით, რომ ვიწრო პროფილის დაწესებულებიდან პოლიპროფილურ ცენტრად იქცა - ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურებით. აქ სამედიცინო დახმარება შეიძლება ჩაუტარდეს , როგორც მოზარდს ასევე ასაკოვანს. მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები ბავშვებისათვის, ორსულებისათვის და 60 წლის ზემოთ ხანდაზმულებისთბის.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს ეს სიახლე და გააკეთოს სასურველი არჩევანი 60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტები , რომლებიც ჩვენთან არიან აღრიცხვაზე , სახელმწიფო პროგრამითაც მიიღებენ შეღავათებს და ისარგებლებენ 'ხანდაზმულთა საზოგადოების' მხარდაჭერითაც. ადგილზე ჩაიტარებენ ყველა გამოკვლევას, მიიღებენ დანიშნულებას და უზრუნველყოფილნი იქნებიან მედიკამენტებით.
შეღავათები პაციენტებს:- 0-6 წლამდე ბავშვთა მომსახურება სახელმწიფო პროგრამით უფასოა
- ორსულთა სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამით უფასოა
- აღრიცხვაზე მყოფ 60 წლის ზემოთ პაციენტთა მომსახურება სახელმწიფო პროგრამით უფასოა
- 'ხანდაზმულთა კავშირის' წევრთა მომსახურება – შეღავათებით
- ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრის პროექტით გათვალისწინებულ პაციენტთა მომსახურება – შეღავათები