მრავალპროფილური კლინიკა ჯერარსი
მრავალპროფილური კლინიკა ჯერარსი, რომელიც 2019 წელს გაიხსნა, განთავსებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, რაც ითვალისწინებს ჰოსპიტალური უსაფრთხოების ინდექსის მოთხოვნებს.
უმაღლესი ხარისხის ამომწურავი სამედიცინო მომსახურებით და თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკის მუდმივი განვითარებით, კლინიკა მოწოდებულია დაამკვიდროს ქართული მედიცინის ახალი სტანდარტი, გააქროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიში და შეიქმნას საიმედოობის ურყევი რეპუტაცია.
კლინიკაში თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება, ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით და თანამედროვე ლაბორატორიით, 10 საოპერაციო ბლოკი, მათ შორის 2 ანგიოგრაფით, რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკა გათვლილია 208 საწოლზე.
კლინიკაში წარმოდგენილია სამედიცინო მიმართულებების ფართო სპექტრი:
• ბავშვთა კარდიოქირურგია
• მოზრდილთა კარდიოქირურგია
• ანგიოქირურგია
• ინტერვენციული კარდიოლოგია
• კარდიოლოგია
• არითმოლოგია
• ინტენსიური თერაპია
• ნეიროქირურგია
• ენდოვასკულური ნეიროქირურგია
• ნევროლოგია
• ზოგადი ქირურგია
• ლაპარასკოპიული ქირურგია
• ინტერვენციული რადიოქირურგია
• ბარიატრიული ქირურგია
• ონკოქირურგია
• თორაკალური ქირურგია
• უროლოგია
• პროქტოლოგია
• გინეკოლოგია
• ორთოპედია-ტრავმატოლოგია
• ყბა-სახის ქირურგია
კლინიკის მომსახურებები გათვლილია პაციენტების მაქსიმალურ კომფორზე. ჯერარსი ერთადერთი კლინიკაა, სადაც მშობლებს საშუალება აქვთ ბავშვებით მოვიდნენ ამბულატორიაში და სანამ სამედიცინო მომსახურებებით ისარგებლებენ, ბავშვები დატოვონ პატარა ჯერარსელების სივრცეში, სადაც ანიმატორები გაართობენ ბავშვებს. აღნიშნული სერვისი უფასოა. გარდა ამისა, კლინიკაში ფუნქციონირებს სატელეფონო ცენტრი, სადაც პაციენტებს საშუალება აქვთ მათთვის სასურველ დროს ჩაეწერონ მომსახურებაზე, ასევე ჯერარსში ფუნციონირებს რიგის მართვის ელექტრონული სისტემა, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს დრო.
კლინიკის უმთავრესი ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ჯანსაღი სამუშაო გარემო.
კლინიკა ჯერარსი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. დიაგნოსტიკური მიმართულებებია:
• მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI),
• კომპიუტერული ტომოგრაფია (CT),
• ულტრაბგერითი კვლევები,
• რენტგენოგრაფია (X-ray),
• ენდოსკოპია,
• ენცეფალოგრაფია.
კლინიკის დევიზი: ადამიანი უპირველეს ყოვლისა.