კლინიკა ორიენტირებულია ინდივიდუალურად , პაციენტის მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებაზე. კლინიკაში მისული პაციენტს ხვდება დადებითი და გულთბილი გარემო, კვალიფიციური მედპერსონალი, ხელმისაწვდომი ფასები . ნებისმიერი ბენეფიციერი თავს დაცულად გრძნობს, რადგან მის გვერდით მისი პირადი ექიმია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბინაზეც ესტუმროს მსურველ პაციენტს და რომელიც პასუხისმგებელია პაციენტის მკურნალობის მთელ პროცესზე.
კლინიკა,, მედსის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი - ბავშვთა ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.
აღნიშნულ დეპარტამენტში 2010 წლიდან მუშაობს ბავშვთა ,,ზრდის ცენტრი’’, სადაც ხორციელდება იშვიათ დაავადებათა მართვის სახელმწიფო პროგრამა.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორი დიაგნოზის (ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის) უფასო ამბულატორიულ და მედიკამენტოზურ - ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფობას.
ზრდის ცენტრში პაციენტებს უტარდებათ კვალიფიციური მომსახურეობა, რაც ზრდაში ჩამორჩენის მიზეზების დროულ დიაგნოსტიკასა და ასევე საჭიროების შემთხვევაში ზრდის ჰორმონით შენაცვლებით თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშვნას გულისხმობს.მკურნალობა მიმდინარეობს კომპელქსურად, სარეაბილიტაციო პროცედურებით ( კლინიკაში ფუნქციონირებს რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, თავისი სავარჯიშო დარბაზით და საჭირო ინვენტარით, რომელსაც ხელმძღავენლობას პროეფესორი მანანა რუხაძე) და მედიკამენტოზური მკურნალობით. რაც ნიშნავს, იმას, რომ დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში, მარტივადაა შესაძლებელი პათოლოგიის განკურნება ნაწილობრივ ან სრულად დიაგნოზის მიხედვით