კუზანოვის კლინიკა - ესტა კუზანოვ კლინიკ კლინიკა დასაბამს იღებს 1978 წლიდან, როდესაც პროფ. ი. ი. კუზანოვი დაბრუნდა საქართველოში მოსკოვიდან, სადაც რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კორიფეებთან (იმ დროს ორდინატორები და ასპირანტები), რ. ს. აქჩურინი, ნ. ო. მილანოვი, გ. ა. სტეპანოვი, კ. გ. აბალმასოვი, ტ. ი. ფერაძე ერთად, პროფ. ვ. ს. კრილოვის ხელმძღვანელობით, შექმნეს მიკროქირურგიული სამსახური, რომელიც უკვე ფუნქციონირებდა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და კიევში. მათ მიერ პირველად იქნა შესრულებული ისეთი ოპერაციები, როგორიცაა კიდურების ამპუტირებული სეგმენტების რეპლანტაცია. ქ. თბილისში, I კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, შეიქმნა სასწრაფო (გადაუდებელი) მიკროქირურგიული დახმარების განყოფილება პროფ. ი. კუზანოვის და პროფ. გ. ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით. ქართული მიკროქირურგიის პიონერები იყვნენ: გ. იოსელიანი, ჯ. ჯიქიძე, ჯ. ქუმსიაშვილი. მათ მიერ, პროფ. ი. კუზანოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად იქნა ჩატარებული ამპუტირებული თითის რეპლანტაცია, პირველად საბჭოთა კავშირში - ამპუტირებული მტევნის რეპლანტაცია ოთხი წლის ბავშვზე, მსოფლიოში პირველად - ტერფის მეორე თითთაშორის არიდან, ფალანგთთაშორის სახსართან ერთად, აღებული ვასკულარიზებული აუტოტრანსპლანტატის გადანერგვა მხატვრის დაზიანებული მტევნის თითის აღდგენის მიზნით. საქართველოში პირველად იქნა გადანერგილი ისეთი აუტოტრანსპლანტატები (ნაფლეთები) როგორიცაა სხივის ვასკულარიზებული აუტოტრანსპლანტატი, თორაკოდორსალური აუტოტრანსპლანტატი, ბეჭის ნაფლეთი, ბარძაყის ნაზი კუნთი, TRAM-ნაფლეთი, DIEP-ნაფლეთი, ჩატარდა ტერფის თითის გადანერგვა მტევანზე. 1982 წ., პროფ. ი. კუზანოვს და პროფ. გ. ნაცვლიშვილს, საბჭოთა კავშირში სასწრაფო მიკროქირურგიის განვითარებში შეტანილი ღვაწლისთვის მიღებული აქვთ სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. 1984 წლიდან მოყოლებული, პროფ. ი. კუზანოვის და პროფ. კ. მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირში პირველად, ონკოლოგებთან ერთად დაიწყო ერთდროული ოპერაციები, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების მოცილების შემდეგ, ერთ ეტაპად ტარდება დაკარგული სტრუქტურების ფუნქციის და ორგანოების აღდგენა.ამავ დროულად ერთ მომენტად ტარდება ტარდება ძუძუს რეკონსტრუქციები ავთვისებიანი სიმსივნების გამო შესრულებული მასტექტომიის შემდეგ. 1994 წ., პირველად მსოფლიოში გაკეთდა ფალოპლასტიკა (პენისის ფორმირება) ორიგინალური მეთოდით. არადომინანტური მტევნის მესამე თითის გამოყენებით, რაც იძლევა ნეოფალოსის ყველა ფუნქციის აღდგენის საშუალებას ერთ მომენტად. 90-ანი წლების დასაწყისიდან, პროფ. ი. კუზანოვის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საქართველოში ერთ ერთი პირველი კერძო კლინიკა, სადაც ტარდებოდა ესთეტიკური ოპერაციები: საქართველოში პირველი ტუმინესჩენტური და ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, ძუძუს აუგმენტაცია, როგორც აუტოქსოვილებით, ისე სილიკონის იმპლანტებით, პირველად საქართველოში დაიწყო რინოპლასტიკის ჩატარება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, აგრეთვე დაინერგა რინოპლასტიკის ღია მეთოდი. პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა ისეთი ოპერაციები, როგორიცაა აბდომინოპლასტიკა, ბოდილიფტინგი, მკერდის რედუქცია და ლიფტინგი, სახის კანის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი), როგორც კან-ცხიმოვანი, ისე SMAS-ლიფტინგი, ბლეფაროპლასტიკა, ტუჩების აუგმენტაცია. 2000 წლიდან, პროფ. ი. კუზანოვისა და მ. მ. დ. გ. კუზანოვის ხელმძღვანელობით, კლინიკაში გამოიყენება ადამიანის სახის და ტანის კონტურული კორექციის მცირე ინვაზიური ჩარევები, აგრეთვე ნაოჭების მცირეინვაზიური კორექციები, ფუნქციონირებს კოსმეტოლოგიური სამსახური და ლაზერული კაბინეტი, რაც იძლევა პაციენტების მაქსიმალურად მცირე ვადაში რეაბილიტაციისა და ისეთი გართულებების მკურნალობის საშუალებას, როგორიცაა კელოიდური ნაწიბურები. 2004 წლიდან, კლინიკაში, პროფ ი. კუზანოვის და მ. მ. დ. ნ. გვახარიას მიერ, დაინერგა ბარიატრიული ქირურგია (სიმსუქნის მკურნალობა), რაც გულისხმობს ისეთ ჩარევებს, როგორიცაა კუჭის ინტრაგასტრალური ბალონირება რეგულირებადი რგოლით, გასტროშუნტირება, ბილიოპანკრეატული შუნტირება. 2007 წლიდან, კლინიკაში, პროფ. ი. კუზანოვის და გ. ძაგნიძის ხელმძღვანელობით, სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული ქალების სამკურნალოდ, ჩამოყალიბდა ონკო-მამოლოგიური სამსახური. ავადმყოფებს, მასტექტომიის შემდეგ, ერთ მომენტად ან გადავადებულად უტარდებათ ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაციები. კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია კლინიკის თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება. კლინიკის თანამშრომლები გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში (ცენტრებში), მონაწილეობას ღებულობენ მასტერ-კლასებში. ჩვენი ექიმები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო კონგრესებზე. კლინიკაში ტარდება ოპერაციის შემდგომი შედეგების ხანგრძვლივი დაკვირვება და მათი საფუძვლიანი ანალიზი, რაც იძლევა ოპარაციულ ტექნიკაში ცვლილებების შეტანის და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული მეთოდიკის შერჩევის საშუალებას. თითოეულ პაციენთან ექიმებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა. კლინიკა ასევე წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას. პროფ. ი. კუზანოვის ხელმძღვანელობით აღიზარდა 18 რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგი, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს წამყვანი პლასტიკური ქირურგები არიან, მაგრამ საუკეთესო ქირურგები ჩვენს კლინიკაში დარჩნენ.