წარმოგიდგენთ კომპანია მედ.კო-ს რომელიც გახლავთ პირველი მულტიპროფილური სამედიცინო მომსახურება როგორც ადგილზე ასევე, სასურველ მისამართზე გამოძახებით. სამედიცინო ცენტრი წარმოდგენილია ორი ფილიალის მასშტაბით თბილისსა და მარნეულში.
მედ.კო-ს მომსახურებია:
- 60-ზე მეტი, სხვადასხვა პროფილის ექიმების მომსახურება ბინაზე გამოძახებით: პედიატრი, რევმატოლოგი, დერმატოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ორთოპედტრავმატოლოგი, გინეკოლოგი და სხვა;
- ექთნის მომსახურება - ინდივივიდუალური სამანიპულაციო პროცედურები;
- ექოსკოპიური კვლევა - სხვადასხვა სეგმენტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მათ შორის: ექოკარდიოსკოპია, სამეანო ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია ჩვილებში, მენჯ-ბარძაყის სახსრის კვლევა ჩვილებში, დოპლეროგრაფია, რბილი ქსოვილები, სახსრის ექოსკოპია, ვაგინალური ექოსკოპია და სხვ;
- ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა მოზრდილები - პედიატრიული ასაკი;
- Covid 19-ის დიაგნოსტიკა: PCR და სწრაფი ტესტირება SARS-CoV Antigen-ი ნაცხით;
- სმენის ხარისხის განსაზღვრა - აუდიომეტრია, როგორც პედიატრიულ ასაკში ასევე მოზრდილებში;
- გარეგანი სასუნთქი სისტემის ფუნქციის კვლევა - სპირომეტრია;
- 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი;
- ეკგ - ელექტროკარდიოგრაფია;
- ფსიქოლოგის ვიზიტი ბინაზე მომსახურებით;
- ექიმი ალერგოლოგის კაბინეტი;
- მასაჟი - როგორც სამედიცინო, ასევე კოსმეტოლოგიური და ზოგად გამაჯანსაღებელი მასაჟის პროცედურები სასურველ მისამართზე გამოძახებით ასევე, ადგილზე მომსახურებით;
- ორგანიზაციებისთვის დასაქმებული პირების პერიოდული პროფილაქტიკური სამეიდცინო შემოწმების უზრუნველყოფა განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით;
- იმუნიზაცია - ვაქცინაცია როგორც გეგმიური ეროვნული კალენდრის მიხედვით, ასევე სეზონური გრიპის აცრა.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
- კოსმეტოლოგიური კაბინეტი - სრული საინექციო კოსმეტოლოგიური მომსახურება.
მედ.კო აერთიანებს კვალიფიციური ექიმების გუნდს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას.
https://www.facebook.com/MedcoMC