Plasmon
პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი

პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტმა გარემოებათა გავლენით იძულებითი უმოქმედობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ განაახლა აკადემიური კვლევითი და პოსტდიპლომური საგანმანათლებლო აქტივობა ჰოსპიტალურ და საკონსულტაციო–ამბულატორულ სამკურნალო საქმიანობასთან ერთად მისამართზე: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13. ინსტიტუტის მეცნიერთა და მაღალკვალიფიციური კლინიცისტების სრული შემადგენლობა მიისწრაფის სახელოვანის ქართული ნევროლოგიური სკოლის დიდებისა და ტრადიციების აღორძინებისაკენ და სთავაზობს პაციენტებს მაღალეფექტურ დიაგნოზურ და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს ნევროლოგიის შემდეგ სუბსპეციალობებში: 

- ანგიონევროლოგია (ინსულტის მკურნალობა,პირველადი და მეორადი პრევენცია, ვასკულური დემენცია); 
- ძილის მედიცინა და კლინიკური ელექტროფიზიოლოგია (ძილის დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 
- პოლისომნოგრაფია, ძილ–სუნთქვის დარღვევების დიაგნოზირება და კორექცია, CPAP–მკურნალობა, დიგიტალური ეეგ და 24–საათიანი ვიდეო ეეგ–მონიტორინგი, მხედველობის, კოგნიტიური და სომატოსენსორული გამოწვეული პოტენციალების რეგისტრაცია); 
- ეპილეფტოლოგია (ეპილეფსიური სინდრომების და ცნობიერების დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა); 
- ნეიროფსიქიატრია და ნეიროვეგეტოლოგია; 
- გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელინიზირებელი დაავადებები (დიაგნოსტიკა, დაავადება–მოდიფიცირებადი მკურნალობა); 
- მოძრაობათა დარღვევები (პარკინსონიზმი და პარკინსონული სინდრომები, ნათხემ–ვესტიბულური დარღვევები, ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია; დიაგნოსტიკა და დაავადება–მოდიფიცირებადი მკურნალობა); 
- მეხსიერებისა და ინტელექტუალური ფუნქციების რეაბილიტაცია; 
- ნეირომიოლოგია (მიასთენია და მიასთენური სინდრომები, ჰერედიტარული მიოდისტროფიები, ანთებითი, ენდოკრინული და მეტაბოლური მიოპათიები, ჩენელოპათიები, პოლინეირო– და მრავლობითი მონონეიროპათიები; 
- ემგ და ნერვული გამტარობის გამოკვლევები); 
- ნეიროდეგენერაციული დაავადებები (ალცჰეიმერის დაავადებისა და სხვა ტიპის ჰერედო–დემენტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, დაავადება–მოდიფიცირებადი მკურნალობა); 
- ნეიროინფექტოლოგია და ნეიროინფლამაციური პათოლოგია; 
- ნეიროონკოლოგია (ცნს და პნს სიმსივნეები და პარანეოპლაზიური სინდრომები; დიაგნოსტიკა და ქიმიოთერაპია); 
- ვერტებრო–ნევროლოგიური პათოლოგია (სპონდილოგენური მიელო– და რადიკულოპათიები). 

ზემოაღნიშნულის გარდა კლინიკური მედიცინის ინსტიტუტთან (დამაარსებელი აკადემიკოსი ფ.თოდუა) მჭიდრო თანამშრომლობაში პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიურ მრავალპროფილიან ნეიროსადიაგნოზო კვლევების ფართო სპექტრს (3–ტესლიანი MRI ანგიოგრაფიული რეჟიმით, მრავალშრიანი CT ანგიოგრაფიული რეჟიმით, ფერად–კოდირებული ექსტრა/ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია დუპლექს–სკანირებით და ემბოლ–დეტექციით, მულტიფუნქციური ლაბორატორიული მედიცინის კომპლექსი). ინსტიტუტში ფუნქციონირებს მრავალპროფილიანი ნეირო–საკონსულტაციო სამსახური (ყოველდღიურად 2 ცვლაში, შაბათს 17–საათამდე), დღის სტაციონარი და ბინაზე ნეიროსერვისის ბიურო.