კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი ივანე მგალობლიშვილი, ევრობის და აშშ-ს რეპროდუქტოლოგთა, ემბრიოლოგთა და ევროპის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციების წევრი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი რომელიც რამდენიმე ათეული წელია, რაც ადამიანის რეპროდუქციულობის პრობლემებზე მუაშაობს.
პროფესორი ივანე მგალობლიშვილის მიერ არა ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი დაინერგა, მათ შორის ფერტილოსკოპია.
2000 წელს პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორებ ივანე მგალობლიშვილის მიერ ჩატარდა პირველი ფერტილოსკოპია და მას შემდეგ დღემდე ის რჩება ყველაზე ეფექტურ და შედეგიან პროცედურად უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ცენტრში დანერგილია უახლესი ტექნოოგიები, უახლესი აპარატურა, გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე სქემები, შემუშავებულია განსაკუთრებული მიდგომა ყოველ პაციენტთან რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა.
2000 წლიდან დღემდე 5000-ზე მეტი ფერტილოსკოპია ჩატარდა. მრავალი ოპერაცია რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ჩვეულებრივ ტარდება მუცლის გაჭრით, ან უკეთეს შემთხვევაში ლაპარასკოპიურად, სტაციონარულ პირობებში, ენდოტრაქეალური (ზოგადი)ნარკოზით, ჩვენ ვატარებთ ადგილობრივი გაუტკივარებით (საერთო ანესთეზიის გარეშე), ამბულატორიულ პირობებში, მიკროინვარიურად (უსისხლოდ) რომლის შემდგომ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რითმს და საკუთარი ფეხით მიდის სახლში.
ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული სტანდარტების სრულად დანერგვა და მათი შესაბამისი გამოყენება. ჩვენ უახლეს ინფორმაციას ვღებულობთ არა მხოლოდ ინტერნეტის , არამედ ჟურნალების საშუალებით, კავშირი გვაქვს მსოფლიოს წამყვან რეპროდუქტოლოგთა ასოციაციებთან.
კლინიკაში ფუნქციონირებს კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა.