Plasmon
რეპროარტი

ქართულ-ამერიკული კლინიკა რეპროარტი 2012 წლის ივლისში გაიხსნა. კლინიკის ძირითადი მიმართულებაა ყველა ტიპის უშვილობის კვლევა და მკურნალობა, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით, თუმცა რეპროარტის საქმიანობა მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ემსახურება.
რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორია ემბრიოლოგი ლიკა ჭყონია, რომელსაც ამ სფეროში საქართველოში მუშაობის ყველაზე დიდი 20 წლიანი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს.
რეპროარტის კლინიკურ-სამეცნიერო ხელმძღვანელი არის ნიუ იორკის უნივერსიტეტის ემბიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, დევიდ მაკკალა (Ph.D. / H.C.L.D. / C.C), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო კლინიკების ემბრიოლოგიის და ანდროლოგიის ლაბორატორიების ხარისხის კონტროლის ექსპერტია. დოქტორი მაკკალა ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის და მონოგრაფიის ავტორია.
2014 წლის პირველი თებერვლიდან გაიხსნა კლინიკის ქუთაისის ფილიალი, სადაც დასავლეთ საქართველოს პაციენტებს ნაკლები დროისა და ფინანსური დანახარჯების პირობებში იგივე მომსახურების მიღება შეუძლიათ, რაც თბილისში. ქუთაისის ფილიალში ტარდება: უშვილობის მკურნალობა, ქალისა და მამაკაცის გამოკვლევა, ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადება, ინსემინაცია, გინეკოლოგიური მომსახურება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ჰორმონალური ანალიზები, ექოსკოპია და ა.შ. თბილისის ან ბათუმის კლინიკებში ჩამოსვლა, ისიც სულ 2-3 დღით, მხოლოდ იმ პაციენტებს დაჭირდებათ, ვისაც ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურები უნდა ჩაუტარდეთ.
2014 წლის 15 სექტემბრიდან ბათუმში, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი-ბათუმი გახსნა, სადაც კლინიკის ყველა სერვისია ხელმისაწვდომი. ბათუმის რეპროარტში ყველა ის ტექნოლოგია გამოიყენება რაც მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებში არის დანერგილი.
კლინიკა რეპროარტი აღჭურვილია ევროპული და ამერიკული მწარმოებელი კომპანიების ულტრათანამედროვე აპარატურით. დიაგნოსტიკური ბაზა კი უზრუნველყოფს გინეკოლოგიური და ანდროლოგიური პაციენტების, ასევე უშვილო წყვილების კომპლექსური დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა სახის გამოკვლევებს. ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი - როგორც სისხლის საერთო, ბიოქიმიური, ჰორმონალური და გენეტიკური ანალიზები. დიაგნოსტიკური ლაბორატორია აღჭურვილია ავტომატური ანალიზატორებით, რაც მიღებული რეზულტატების სიზუსტეს უზრუნველყოფს. კლინიკაში ფუნქციონირებს ციტოგენეტიკის ლაბორატორია, სადაც ქრომოსომული და გენეტიკური გამოკვლევები ტარდება.
უშვილობის მკურნალობის, მათ შორის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) გამოყენებით, დიდი გამოცდილება და შედეგები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ReproART ეს არის ადგილი სადაც პროფესიონალიზმი ნამდვილი ხელოვნებაა.