Nuk
საბურთალოს ამბულატორიული ცენტრი - კორპორაცია ევექსი

ევექსის შესახებ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 36 კლინიკით არის წარმოდგენილი.

2013 წელს მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებასთან ერთად განხორციელდა “ჩემი ოჯახის კლინიკის” დასახელების ცვლილება და კომპანიას “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ეწოდა. ეს კი განაპირობა მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებამ, რაც გულისხმობს ჰოსპიტალურ ქსელში საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან (ჟჩI) მიახლოებული, პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურების დანერგვას. სტანდარტიზაციის შედეგად საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხა განხორციელდება და თითოეული რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს ქსელში შემავალ კლინიკებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

ჩვენი კორპორაციის მთავარი უპირატესობებია:

სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია/ფოკუსირება;
პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ორიენტაცია;
სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მტკიცებულებაზე დამყარებული სრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვა;
სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა;
ექსკლუზიური თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან;