Plasmon
სამედიცინო ცენტრი "მარჯანი" დერმატოვენეროლოგია და ესთეტიკური მედიცინა

- დერმატოლოგია
- ბავშვთა დერმატოლოგია
- დერმატოკოსმეტოლოგია
- ტრიქოლოგია
- დერმატოონკოლოგია
- დერმატოსკოპია
- დერმატოქირურგია
- ანტიდაბერების მედიცინა

მარჯანი მოწითალო ფერის ძვირფასი ქვაა. საქართველოში მას, როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სამკაულად იყენებდნენ. ჩვენი კლინიკის სახელიც ამ პრინციპით შეირჩა, რადგან სამედიცინო ცენტრ ”მარჯანს” ორგვარი დანიშნულება აქვს - სამკურნალო და ესთეტიკური. 

”მარჯანი” მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: დერმატოვენეროლოგიას, ტრიქოლოგიას, დერმატოონკოლოგიას, დერმატოკოსმეტოლოგიას, იმუნოლოგიას, ფიზიოთერაპიას, დერმატოქირურგიას და უნდა აღინიშნოს რომ ეს ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება. 

სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ეფექტურად მოღვაწეობს ყველა მიმართულებით და გარდა სამკურნალო საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში. 

კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს, ლაბორატორიულ კვლევებს, პროფესიონალური კოსმეტიკის უახლეს მიღწევებს და ცენტრის მრავალწლიანი მუშაობისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდოლოგიებს.