„მედიქალ ჰაუსი“ მრავალპროფილური, ყველა ასაკის პაციენტზე ორიენტირებული საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკაა, რომელიც ამერიკული სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე და ხარჯთეფექტურ პირველად ჯანდაცვას სთავაზობს მოსახლეობას. საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა “მედიქალ ჰაუსი” ამერიკელმა ოჯახის ექიმმა თიმ გურჩმა (თემური ღურჭუმელიძე) დაარსა. იგი ამავდროულად აშშ-ს ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელია.
“მედიქალ ჰაუსი” აღჭურვილია უახლესი ევროპული და ამერიკული წარმოების სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში დაგხვდებათ ყველა პროფილის ექიმ- სპეციალისტი, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ მიღებული და მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და კურსებს.
”მედიქალ ჰაუსის” მყუდრო გარემოში თქვენთვის ლაბორატორიული კვლევებისა და ამბულატორიული მომსახურების სრული სპექტრია წარმოდგენილი. დიაგნოსტირება და მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე სქემებით და საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლებითა და გაიდლაინებით.
კლინიკის სერვისებია:
საოჯახო მედიცინა
პედიატრია
გინეკოლოგია
ნევროლოგია
ენდოკრინოლოგია
დერმატოლოგია-ვენეროლოგია-კოსმეტოლოგია
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
ოტორინოლარინგოლოგია
ოფთალმოლოგია
პროქტოლოგია
რევმატოლოგია
ქირურგია
პულმონოლოგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
უროლოგია
ანგიოლოგია
მამოლოგია
ლაბორატორია
ულტრასონოგრაფია
რენტგენოლოგია
ენდოსკოპია
დენსიტომეტრია
ამბულატორიული ქირურგია
გასტროსკოპია
კოლონოსკოპია
ჰისტეროსკოპია
კლინიკაში მტკივნეული და უსიამოვნო პროცედურები და ასევე, მცირე ქირურგიული ჩარევები ზოგადი გაუტკივარებით ტარდება, რაც პაციენტს თავიდან ააცილებს სტაციონარში რამდენიმე დღიან დაყოვნებასა და ამასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“ სურვილია ქვეყანაში მტკიცედ დაიმკვიდროს ლიდერის ადგილი ინოვაციური ტექნოლოგიების, დაავადებათა პრევენციის, მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის, პაციენტის რეალური ინფორმირებულობის პრინციპების დანერგვასა და განხორციელებაში. ვებრძვით რა, ქართულ მედიცინაში არსებულ მოძველებულ და ზოგჯერ მანკიერ სტერეოტიპებს, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად ვიცავთ 5 არას პრინციპს:
1)არა-პოლიპრაგმაზიას (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა);
2) არა–არარაციონალურ და გაუმართლებელ ანტიბიოტიკოთერაპიას;
3) არა -ტკივილს:
4) არა–ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში მყოფ ექიმებს:
5) არა–პაციენტის ჯანმრთელობაზე ექიმის ფორმალურ დამოკიდებულებას;
„მედიქალ ჰაუსში“ დაგხვდებათ ოჯახური გარემო, განსხვავებული გულისხმიერება და მაღალი აკადემიურობა.
მედიქალ ჰაუსი - მთელი ოჯახის ჯანმრთელობა!