Plasmon
სისხლის ბანკი

შპს 'სისხლის ბანკი' გაიხსნა 2007 წლის 10 ოქტომბერს. ჩვენი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხლის სისხლსა და მისგან დამზადებულ კომპონენტებს. ბანკი ფუნქციონირებს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ბანკის ძირითადი მიმართულებაა სისხლისაგან ერითროციტული მასის, გარეცხილი ერითროციტული მასის, ახლადგაყინული პლაზმის, კრიოპრეციპიტატის და თრომბოკონცენტრატის დამზადება.
ამავდროულად, სისხლის ბანკში ადგილზე ხდება სისხლის გამოკვლევა სხვადასხვა ინფექციებზე, კერძოდ: ციტომეგალოვირუსი, HCV, HBsAg, HBoAg, Siphilis, შიპჰილის, აივ ინფექცია.
აქვე ხდება პაციენტისათვის სისხლის შერჩევა ფენოტიპირება, კუმბსის პირდაპირი და არაპირდაპირი რეაქციით შესწავლა, კვლევა ტარდება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურებით უზუსტესი მეთოდებით, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
ჩვენს ბანკში დამზადებული კომპონენტების შენახვა ხდება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ სპეციალურ მაცივრებში. სისხლი ყოველთვიურად გადის ხარისხის კონტროლს.
სკრინინგ ტესტით დადგენილია, რომ სისხლის ბანკში დამზადებული სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია გართულებების დაბალი რისკის ჯგუფში გადის - რაც შეადგენს 0,1%.
 
სისხლის ბანკთან გაიხსნა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ტარდება თითქმის ყველა ლაბორატორიული ანალიზი. პაციენტებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ჩვენთან მომსახურების მაღალი ხარისხი და დაბალი ფასებია