ქ. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი დაფუძნდა 2005 წელს ონკოპრევენციული პროგრამების განხორციელების მიზნით.
დღეისათვის ცენტრში ხორციელდება როგორც პაციენტთა დიაგნოსტიკა, ასევე ყველა ტიპის ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპიული საშუალებებით.
ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:
მამოლოგია
გინეკოლოგია
კანი და რბილი ქსოვილები
თავ- კისერი
ქიმიოთერაპია
უროლოგია
პროქტოლოგია
მუცლის ღრუს ქირურგია
ლაპარასკოპია
ენდოკრინოლოგია
ორთოპედია- ტრავმატოლოგია
ნევროპათოლოგია
დაწესებულებაში ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული დეპარტამენტები.
ამბულატორიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს პაციენტთა კონსულტირებას ექიმთა პირველადი და განმეორებითი ვიზიტების გზით, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელ ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს (ექოსკოპია, მამოგრაფია, კოლპოსკოპია და სხვა), საბოლოო დიაგნოსტირებასა და მკურნალობის სქემის შედგენას.
სტაციონარული განყოფილება უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერაციული მკურნალობას, პრე და პოსტოპერაციულ მოვლას, მათ შორის პოსტოპერაციული ინტენსიური მოვლისა და რეანიმაციული საწოლების გამოყენებით.
დაწესებულებაში არსებობს ორი საოპერაციო და სტაციონარი 26 საწოლზე.
ცენტრში მომუშავე ლიცენზირებული, გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ მომსახურებას დღეისათვის არსებულ კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ფასებში.
კლინიკაში შესაძლებელია ტელემედიცინის გამოყენების საშუალებით განხორციელდეს ნებისმიერი სახის კონსულტაციის ჩატარება ან კონსილიუმების განხორციელება ევროპისა და აზიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მომუშავე სპეციალისტებთან .
ჩვენი დაწესებულება არის წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა და შესაბამისად, უფასოდ და თანადაფინანსებით ემსახურება დაზღვეულებსა თუ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეებს. უფასო გამოკვლევები და მანიპულაციები ტარდება ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ - ცენტრის თაოსნობით და ფინანსდება ქ. თბილისის მერიისა და UNFPA-ის მიერ . პროგრამა ვრცელდება ქ. თბილისში რეგისტრირებულ მაცხოვრებელ და დევნილ მოსახლეობაზე .
კლინიკას გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს არარეზიდენტი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
ქ . თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს :
1. “თ. ორაგველიძის კარდიოლოგიური კლინიკა” სადაც ტარდება:
• კარდიოლოგის კონსულტაცია
• ელექტროკარდიოგრა ფია
• ექოკარდიოგრაფია
• ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილით
• 24 საათიანი ე. კ. გ. მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით
2. ოფთალმოლოგიური კლინიკა “შპს 21 საუკუნე”, რომელიც ახორციელებს შესაბამისი პაციენტების მკურნალობას:
• სრული ოფთალმოლოგიური კვლევა
• სათვალეების შერჩევა კომპიუტერით
• კატარაქტის უნაკერო ოპერაცია
• გლაუკომის ოპერაცია
3. ISO სტანდარტის ლაბორატორია: სადაც პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა.