შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” (ყოფილი ,,მიხაილოვის” საავადმყოფო) არსებობის 145 წლიან ისტორიას ითვლის.
კლინიკის მუშაობის პრინციპები და მეთოდები ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამაგალითოა. საავადმყოფო გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, სადაც შექმნილია კლინიკის ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პერსონალის დროულ და ადეკვატურ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფასა და პერიოდულ მონიტორინგს; პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას/დანერგვას.
კლინიკის ხელმძღვანელების ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ექიმების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, პროფესიული ზრდა; მუდმივად მოწმდება და იზრდება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის მუშაობის ხარისხი. ასევე მუდმივად ვზრუნავთ საავადმყოფოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლებაზე, შესაბამისად სისტემატურად ხორციელდება ხელმძღვანელობის მხრიდან ინვესტირება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შესაძენად.
საავადმყოფოს მოპოვებული აქვს აკრედიტაცია რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებაში, რის საფუძველზეც ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს შესაბამისი ცენტრი (ხელმძღვანელი ტარიელ გამყრელიძე, ექიმი–ქირურგი). საავდმყოფოს გაფორმებული აქვს მემორანდუმები სამედიცინო უნივერსიტეტებთან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბევრ სხვა უნივერსიტეტთან), რომლის საფუძველზე საავადმყოფოს ბაზაზე ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობით, ხორციელდება სტუდენტთა კლინიკური დისციპლინების დიპლომამდელი/დიპლომისშემდგომი სწავლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება. საავადმყოფო გაწევრიანებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო პროფილის ორგანიზაციაში.
კმაყოფილი პაციენტი – კლინიკის მთავარი ორიენტირია!
კლინიკა გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.
კლინიკაში დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, სტრესული სიტუაციების გამკლავების, კარგი კომუნიკაციის (ზეპირი, წერილობითი) და გუნდური მუშაობის უნარი, ასევე რაც ყველაზე მნიშნელოვანია საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების უნარი მაქსიმალურად მოკლე დროში.
ჩვენი საავადმყოფოს მთავრი უპირატესობა და კომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ ის მრავალპროფილიანია და შესაბამისად პაციენტს ერთდროულად სხვადასხვა კვალიფიციური ექიმ–სპეციალისტის მომსახურების მიღება შეუძლია. დღეს არსებული მდგომარეობით საავადმყოფო გაშლილია 150 საწოლზე და ფუნქციონირებს 6 საოპერაციო ბლოკი, სადაც მოქმედებს შემედგი მიმართულებები:
1.გადაუდებელი დახმარება;
2. კრიტიკული მედიცინა;
3. ნეიროქირურგია;
4. ყბა-სახის ქირურგია;
5. ზოგადი ქირურგია;
6. ანგიოქირურგია;
7. გინეკოლოგია/გინეკოლოგიური ქირურგია;
8. კარდიოლოგია/ ინვაზიური კარდიოლოგია;
9. ტრავმატოლოგია;
10. ტოქსიკოლოგია;
11. თერაპია;
12. ნევროლოგია;
13. ლაბორატორია;
14. სტომატოლოგია;
15. ამბულატორია-დიაგნოსტიკა (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ინვაზიური რადიოლოგია, ექოსკოპია, ენდოსკოპია, ლაპარასკოპია, გინეკოლოგია, ფიზიოთერაპია, მანუალური თერაპია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ელექტროკარდიოგრაფია, რევმატოლოგია, სტომატოლოგია, ენდოკრინოლოგია)