ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

AVENE - Pierre Fabre

მწარმოებელი იმპორტიორი საქართველოში საფრანგეთი
ავენი

კანის მოვლა

ავენი 24 საათი დეოდორანტი, კანის  დამამშვიდებელი, ალკოჰოლოს გარეშე.

ავენი 24 საათი დეოდორანტი, კანის დამამშვიდებელი, ალკოჰოლოს გარეშე. / 24 Hr deodorant Soothing no alcohol

50 მლ

ავენი ვიტამინ აქტივ Cg კანის  მაკორექტირებელი შრატი ბზინვარებისთვის

ავენი ვიტამინ აქტივ Cg კანის მაკორექტირებელი შრატი ბზინვარებისთვის / VITAMIN ACTIV Cg RADIANCE CORRECTOR SERUM

30 მლ

ავენი ვიტამინ აქტივ Cg კრემი კანის ინტენსიური ბზინვარებისთვის

ავენი ვიტამინ აქტივ Cg კრემი კანის ინტენსიური ბზინვარებისთვის / VITAMIN ACTIV Cg RADIANCE INTENSIVE CREAM

50 მლ

ავენი სიკალფატი + კანის ინტენსიური აღმდგენი შრატი

ავენი სიკალფატი + კანის ინტენსიური აღმდგენი შრატი / cicalfate-intensive-skin-recovery-serum

30 მლ

ავენი სიკალფატი+ მდფ  50 კანის მრავალფუნქციური დამცავი აღმდგენი

ავენი სიკალფატი+ მდფ 50 კანის მრავალფუნქციური დამცავი აღმდგენი / cicalfate-spf-50-multi-protective-skin-repair-cream

30 მლ

ავენი ქლინანსი დეტოქს ნიღაბი მგრძნობიარე აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის

ავენი ქლინანსი დეტოქს ნიღაბი მგრძნობიარე აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის / cleanance-detox-mask-sensitive-blemish-prone-skin-mattifying-purifying

2 x 6 მლ

ავენი ჰიალურონ აქტივ B3  უჯრედების განმაახლებელი თხევადი გელ-კრემი

ავენი ჰიალურონ აქტივ B3 უჯრედების განმაახლებელი თხევადი გელ-კრემი / HYALURON ACTIV B3 CELL RENEWAL AQUA CREAM-IN-GEL

50 მლ

ავენი-ალფა ჰიდროქსი მჟავას შემცველი ამქერცლავი შრატი

ავენი-ალფა ჰიდროქსი მჟავას შემცველი ამქერცლავი შრატი / A.H.A EXFOLIATING SERUM Sensitive blemish-prone skin

30 მლ.

ავენი-მგრძნობიარე აკნესკენ მიდრეკილი კანის მყარი დასაბანი

ავენი-მგრძნობიარე აკნესკენ მიდრეკილი კანის მყარი დასაბანი / CLEANANCE Purifying Solid Cleanser

100გრ

ავენი-ქლინანს კომედომედ პილინგი

ავენი-ქლინანს კომედომედ პილინგი / CLEANANCE COMEDOMED PEELING

40 მლ.

აღწერა

ავენი
ავენის თერმული წყარო 1736 წელს, საფრანგეთში აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ამ უნიკალურ სითხეს ათასგვარი სასწაული უკავშირდება! ავენის თერმული წყლის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანმა შესწავლამ საკმაო დრო მოითხოვა და ის მეცნიერებმა ოფიციალურად 1874 წელს აღიარეს. ამჟამად ბრენდი Pierre Fabre Laboratories-ის კუთვნილებაა და დერმო-კოსმეტიკის (PFDC) სფეროში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. ავენის წყალზე დამზადებული უნიკალური საშუალებებით მსოფლიოს 140 ქვეყანაში სარგებლობენ.
პაციენტებს საშუალება აქვთ მკურნალობის კურსი ჩაიტარონ საფრანგეთში და მიმართონ ავენის თერმულ სადგურს - ავენის დერმატოლოგიურ ცენტრს, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე ფუნქციონირებს. ცენტრის ექიმები პაციენტებს მკურნალობის ინდივიდუალურ პროგრამას უდგენენ და ავენის გამდინარე თერმული წყლით ექსკლუზიურ პროცედურებს უტარებენ. ავენის თერმული წყალი ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, მისი PH ნეიტრალურია და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ოლიგოელემენტებს. ის ასევე მდიდარია კვარცით. წყლის ტემპერატურა მუდმივად 25.6 ოჩ-ია. დამტკიცებულია, რომ ავენის წყალი ამცირებს უჯრედის მგრძნობელობას და ამშვიდებს კანს, აუმჯობესებს უჯრედშორის მიმოქცევას; ახდენს უჯრედების მემბრანის განმტკიცებას და აღადგენს კანის ბალანსს, ააქტიურებს იმუნური დაცვის ძირითადი უჯრედების ფუნქციონირებას. უზრუნველყოფს კანის დაცვას.
ეს ერთადერთი თერმული წყალია, რომელიც პირდაპირ წყაროსთან მიერთებული მილიდან, სტერილურად ჩამოისხმება. ამგვარი მეთოდის წყალობით, სრულფასოვნად ხერხდება წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებების შენარჩუნება.
სხვადასხვა მიზეზით გაღიზიანებული, დაჭიმული, გახურებული და გაწითლებული კანი ნამდვილ შვებას იგრძნობს, თუკი მას ავენის თერმულ წყალს მიაპკურებთ. 
მზისგან გამოწვეული გაღიზიანება, ზაფხულის სიცხე, გაპარსვა, ეპილაცია, მგზავრობა, ვარჯიშის შემდეგ გამომჟღავნებული სიწითლე, ალერგიული გამოვლინებები, ბავშვის გაღიზიანებული კანი – ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენი კანი ავენის თერმულ წყალს ნატრობს. სპეციალურად ამ მიზნით ჩამოსხმული ავენის თერმული წყალი, სასხურებლის დახმარებით, მეტად მოსახერხებელია გამოყენებისთვის. მიისხურეთ მაცოცხლებელი წყალი, გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ შეიმშრალეთ. ხოლო თუკი კანი ძალიან არის გაღიზიანებული, რეკომენდირებულია მასში დასველებული საფენების გამოყენება (დაფენა 15 წუთის მანძილზე). პროცედურა მოგანიჭებთ სასიამოვნო შეგრძნებას და ეპიდერმისზე ძლიერ დამცავ ფილტრს წარმოქმნის. 
მგრძნობიარე კანის სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად, ავენის დერმატოლოგიურმა ლაბორატორიამ შექმნა კოსმეტიკური საშუალებების გამა, რომლის მთავარი კომპონენტი - ავენის თერმული წყალია.

კონტაქტი

ოფიციალური წარმომადგენლობა - პრესტიჟი (ისი პარის მაღაზიათა ქსელი)
(995 32) 2 201717
ავენი
ნუკი