Plasmon
დოქტორ ბრაუნი

კომპანია "დოქტორ ბრაუნის" ძირითად მიზანს წარმოადგენს ბავშვებისათვის ინოვაციური საკვები პროდუქციის შექმა, რომელიც ამავდროულად ბუნებრივ კვებასთან მაქსიმალურად მიახლოებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. 
"დოქტორ ბრაუნის ბუნებრივი ნაკადი"  (Dr. Brown’s Natural Flow®) ბოთლი ექიმის შექმნილია 1996 წელს და დაპატენტებული 1997 წელს. იგი ერთადერთი საბავშვო ბოთლია, რომელსაც გააჩნია დაპატენტებული შიდა გამწოვი სისტემა, რაც უზრუნველყოფს დადებით წნევით ნაკადს, არ ქმნის ვაკუუმს კვებისას და გამოდევნის ჰაერის ბუშტუკებს, რაც მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ კვებასთან. იგი უზრუნველყოფს რძეში ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინების: C, A და E შენარჩუნებას. შიდა გამწოვი სისტემის გამო ბავშვს არ უწევს ვაკუუმის უარყოფით ეფექტთან ბრძოლა და არ განიცდის ჰაერის ბუშტუკების ჩაყლაპვით გამოწვეულ დისკომფორტს. ეს უზრუნველყოფს კვებასთან ასოცირებული პრობლემების, როგორიცაა ჭვალი (კოლიკა), მუცლის შებერილობა, ამოქარვება და ბოყინი, თავიდან აცილებას.
"დოქტორ ბრაუნი" თავაზობს მშობლებს სანდო პროდუქციას ბავშვისთვის. ამისათვის, კომპანია დიდ ყურადღებას კვლევებს უთმობს, რათა ყველა შექმნილი პროდუქცია საუკეთესო ხარისხის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. სწორედ ამიტომ, ბოლო 11 წლის განმავლობაში აღიარებულია "ბავშვის საუკეთესო პროდუქციად" (American Baby Bests) დედების გამოკითხვით