Plasmon
გედეონ რიხტერი

უნგრულ ფარმაცევტულ კომპანია 'გედეონ რიხტერს' გააჩნია ფარმაცევტულ ბიზნესში მოღვაწეობის საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება (დაარსებულია 1901 წელს). კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც მედიკამენტების წარმოებას, მზა სამკურნალო საშუალებებისა და შუალედური შენაერთების მარკეტინგს, ასევე ფართო სამენიერო-კვლევით მუშაობას ორიგინალური პრეპარატების შესაქმნელად.
დღეისათვის 'გედეონ რიხტერი' არის მედიკამენტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. მას გააჩნია წარმომადგენლობებისა და შვილეული საწარმოების ქსელი მსოფლიოს 35 ქვეყანაში. კომპანიის ასორტიმენტი, რომელიც ითვლის 150 დასახელების მედიკამენტს სხვადასხვა ფორმითა და დოზით მუდმივი განახლებისა და განვითარების პროცესშია. საქართველოში 'გედეონ რიხტერის' წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 1997 წლიდან.
'გედეონ რიხტერის'სტრატეგული საქმიანობის ძირითადი თერაპიული მიმართულებებია: კარდიოლოგია, ნევროლოგია-ფსიქიატრია, გინეკოლოგია, გასტროენტეროლოგია, დერმატოლოგია, უროლოგია.
'გედეონ რიხტერის' კომპანიის დევიზი და წარმატების საწინდარია: 'მაღალხარისხიანი მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომ ფასში'.