GSK- ჯგუფი - ბრიტანული სამედიცინო ფარმაცევტული გიგანტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ცხრა კომპანიას: Allen & Hanburys, Glaxo Wellcome, Glaxo, Wellcome, Glaxo Wellcome Poznan, SmithKline Beecham, SmithKline Beecham Biologicals, Beecham Group, SmithKline & French, სათავეს 1715 წლიდან იღებს.
გლაქსოსმიტკლაინი მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე და შესაბამისად, საქართველოშიც წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი თერაპიული განხრებით: ანტიასთმური და ანტიალერგიული პრეპარატები, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და კარდიოვასკულური პრეპარატები, ცნს-ის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები და ვაქცინები. საქართველოში გლაქსოსმიტკლაინის წარმომადგენლობა უკვე არსებობის მე-11 წელს ითვლის.
კომპანია გლაქსოსმიტკლაინის გლობალურ მიზანს წარმოადგენს ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემა იმისათვის, რომ მათ უკეთესად იგრძნონ თავი, უფრო მეტი გააკეთონ და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იცოცხლონ.