Plasmon
KLORANE- Pierre Fabre

Dermo – Cosmetique

ბრენდი კლორანი შეიქმნა 1966 წელს პიერ ფაბრის ლაბორატორიის ბაზაზე. ეს ლაბორატორია დაარსდა 1960 წელს და მისი მიზანია  შექმნას ჯანსაღი დერმოკოსმეტიკა, რომლის დევიზია  -ჯანმრთელობიდან სილამაზემდე. გარდა ამისა უკვე 20 წელია არსებობს პიერ ფაბრის ლაბორატორიის კორპორაციული ფონდი - კლორანის ბოტანიკის ფონდი, რომელსაც 3 ძირითადი მისია აკისრია:

1)დაიცვას  გადაშენების პირას მისული მცენარეები.

2)შეისწავლოს და გამოიკვლიოს უნიკალური ჯიშის მცენარეები, რათა მიიღოს მათგან მაქსიმალური სარგებელი.

3)გაუზიაროს მის მიერ მოპოვებული ცოდნა და ინფორმაცია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ( დიდი მწვანე კედელი, იუნესკო მწვანე მოსახლეობა და ა.შ) კლორანის ბოტანიკური ფონდი უბრუნებს მცენარეებს იმ როლს, რომელიც მათ უნდა შეასრულონ ქალაქების და ადამიანების ყოფა-ცხოვრებაში.

სწორედ ამიტომ ბრენდის ლოგოზე არის სლოგანი - ბოტანიკა ჩვენი სულია

კლორანი დღესდღეობით წარმოდგენილია 85 ქვეყანაში და აქვს მარტივი და გასაგები კონცეფცია: მცენარეები ნებისმიერი საჭიროებისთვის . ის აერთიანებს პროდუქებს ყოველდღიური გამოყენებისთვის და მთელი ოჯახისათვის.

ამჟამად საქართველოს ბაზარზე  წარმოდგენილია კლორანის თმის მოვლის საშუალებები., რომელთა უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში:
1) სპეციალისტების მიერ ხდება მხოლოდ ერთი მცენარის (რომელიც ყველაზე უკეთ შველის კონკრეტულ პრობლემას) შერჩევა ერთი კონკრეტული საჭიროებისთვის. 

2) მცენარეები მოჰყვთ იმ ქვეყანაში, რომელიც არის მათი სამშობლო (თუ მცენარეს შეუცვლიან სამშობლოს მისი სამკურნალო თვისებები შესუსტდება)

3) მცენარეთა შეგროვება ხდება ხელით წლის სპეციალურად და მკაცრად განსაზღვრულ პერიოდში

4) მცენარეთა ინგრედიენტების ექსტრაქცია ხდება  უახლესი ტექნოლოგიით

5) ის იქმნება  მედიკამენტების მსგავსი მოთხოვნების შესაბამისად

6) მათი წარმოება ხდება მკაცრი კონტროლის დაცვით

7) რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ