Plasmon
ნუტრიცია

ჰოლანდიური კომპანია ნუტრიცია აღიარებული ლიდერია  ბავშთა კვების პროდუქტების  წარმოებაში. ისტორია დაიწყო  მე–19 საუკუნის ბოლოს.   ბავშვთა  სიკვდილიანობის  შემაშფოთებელმა სტატისტიკამ გერმანელ  პროფესორს ბაკხაუსს  უბიძგა, შეექმნა  შემადგენლობით დედის რძის მსგავსი  პირველი საბავშვო რძის ნარევი.

1896 წლის 14 აპრილს ჰოლანდიელმა ძმებმა  ვან დერ ხაგენებმა და   პროფესორმა ბაკხაუსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე  ძმებმა  მსოფლიოში პირველებმა მიიღეს  საბავშვო რძის ნარევების წარმოების უფლება;

1901 წელს  კომპანიას სიმბოლურად უწოდეს ნუტრიცია (ლათინურიდან–კვება);

1905 წლიდან  ნუტრიცია გავიდა მსოფლიო ბაზარზე;

1906 წელს  ნუტრიციამ  გამოუშვა პირველი სამკურნალო ნარევი; პირველმა დაიწყო  დიაბეტით დაავადებულთათვის სპეციალური   კვების  წარმოება;

1908 წელს  დაიწყო პირველი საბავშვო ფაფების წარმოება;

1923 წელს კომპანიამ გამოსცა პირველი ცნობარი  ბავშვთა  კვების და მოზრდილთა სამკურნალო კვების შესახებ;

1946 წელს  კომპანიამ გახსნა საკუთარი კვლევითი ცენტრი –Nutricia Research;

1946 წელს დაიწყო  ბოსტნეულის  მზა დამატებითი საკვების წარმოება;

1984 წელს შეიქმნა ნარევი „Pepti Junior” ძროხის რძეზე ალერგიის მქონე ბავშვებისთვის;

1995 წელს  ნუტრიციამ  შეისყიდა   ბავშვთა კვების „მალიუტკას“  მწარმოებელი     ქარხანა ქ.ისტრაში;

1998 წელს კომპანია ნუტრიციას მიენიჭა ტიტული „სამეფო“. ამავე წელს კომპანიას ეწოდა  Royal Numico (მის შემადგენლობაში შედის Nutricia, Milupa и Cow&Gate);

2000 წელს  Royal Numico–ს მსოფლიო აღიარება მოუტანა  პროდუქციამ  პრებიოტიკებით;

2007  წლიდან  ნუტრიცია შედის საერთაშორისო კომპანია დანონის შემადგენლობაში DANONE NUTRICIA  Early Life Nutrition;

2011 წელს  კომპანია ნუტრიციამ გახსნა  სამეცნიერო კვლევითი ცენტრი სინგაპურში;

2013 წელს  ჰოლანდიაში გაიხსნა „უტრეხტის  სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“;

2014 წლიდან ნუტრიცია შეუერთდა   პროგრამას   „ცხოვრების პირველი 1000 დღე–ჯანმრთელი მომავლის საფუძველი“;

დღეისთვის      კომპანია  ნუტრიცია  ფლობს  ბავშვთა კვების 21 და რძის გადამამუშავებელ  49  ქარხანას; წარმოდგენილია მსოფლიოს 130–ზე მეტ ქვეყანაში  და  სრულად აკმაყოფილებს     ჩვილ ბავშვთა  და სამკურნალო  კვებაზე მოთხოვნილებებს