ბრენდი სემპერის ისტორია
Semper - ის ისტორია ითვლის 70 წელზე მეტს. ყველაფერი დაიწყო მშრალი რძის წარმოებაში პრინციპულად ახალი მეთოდის დანერგვით, რომელიც შეიმუშავა შვედმა ნუტრიციოლოგმა ნინნი კრონბერგმა. მისი იდეებით შთაგონებულმა მწარმოებელმა აქსელ ვენერ-გრენმა 1938 წელს დაარსა კომპანია Svenska Mjölkprodukter AB (SMP), ხოლო 1939 წელს დამზადდა მშრალი რძის პირველი პარტია. ეს თარიღი ითვლება ბრენდ სემპერის დაბადების დღედ.
დაარსების დღიდან კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობდა მეცნიერებთან, პედიატრებთან, დიეტოლოგებთან და კვების წარმოების ტექნოლოგებთან. ასეთი შეთანხმებული მუშაობის შედეგი გახლდათ დედის რძის პირველი კომპლექსური შემცვლელის BabySemp(ბეიბი სემპ) -ის შექმნა, რომელიც მიიღეს საწარმოო გზით და ბაზარზე გამოჩნდა 1948 წელს. ამით კომპანიამ განაცხადა საკუთარი თავის შესახებ, როგორც მწარმოებელმა, რომელსაც გააჩნია მოწინავე ტექნოლოგიები და სამეცნიერო განვითარების შესაძლებობები ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების სფეროში.
დაარსების დღიდან კომპანია SMP აქტიურად თანამშრომლობდა შვედეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასრულებდა სახელმწიფოს შეკვეთებს და წარმოებული პროდუქტები გაჰქონდა საექსპორტოდ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, მონაწილეობას ღებულობდა UNISEF-ის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებში.
60-იან წლებში კომპანია SMP - მა გამოუშვა პირველი პიურეები ქილებში, ხოლო 1963 წელს კომპანიამ შეცვალა სახელწოდება და დაერქვა Semper. ლათნურიდან თარგმანში Semper ნიშნავს „ყოველთვის“. ეს საკმაოდ ზუსტად ასახავს და ხაზს უსვამს ბრენდის წინაშე დასმულ მთავარ ამოცანას, ყოველთვის შექმნას და მიაწოდოს მოსახლეობას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტები.
საქართველოში ბავშვთა კვება სემპერი შემოდის 2008 წლიდან. მისი ასორტიმენტი მოიცავს 70-მდე დასახელების პროდუქტს. ესენია; ადაპტირებული რძიანი ნარევები, ხილის წვენები, რძიანი და ურძეო ფაფები, ხორციანი და თევზის სადილები, ჩაი და ორცხობილები. ფუნქციონალური პროდუქტების ფართო გამა რკინისა და ვიტამინი С -ს მაღალი შემცველობით საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ისეთი დაავადებებისა და ფუნქციონალური დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა დიარეა, დისბაქტერიოზი, რკინადეფიციტური ანემია და სხვა. გასული 15 წლის განმავლობაში ბრენდმა სემპერმა მოიპოვა მაღალი რეპუტაცია არა მხოლოდ დედიკოებში, არამედ სამედიცინო საზოგადოების წრეებშიც.
2006 წლიდან ბრენდი სემპერი მიეკუთვნება შვეიცარულ კომპანია HERO AG -ს, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა კვებისა და ჯანსაღი საკვების ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მსოფლიოში.
უსაფრთხოება და ხარისხი
პროდუქტის უმაღლესი ხარისხი, აბსოლუტური უსაფრთხოება და შესანიშნავი გემო ბრენდ სემპერს უკვე 70 წელია გამოარჩევს სხვა დანარჩენისგან.
კომპანიას გააჩნია საკუთარი სამეცნიერო კვლევითი ინსიტიტუტი-HERO INSTITUE OF INFANT NUTRIION, სადაც სხადასხვა სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ცენტრებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიმდინარებს პროდუქტების რეცეპტურის შემუშავება. ბავშვთა კვება სემპერს აქვს გარანტირებული შემადგენლობა და კვებითი ღირებულება. გამდიდრებულია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ფუნქციონალური ნივთიერებებით. Semper-ის პროდუქტები დამზადებულია ადრეული ასაკის ბავშვების კვებითი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
კონტროლის სისტემა მუშაობს წარმოების ყველა საფეხურზე - ნედლეულის დამუშავების სტადიიდან მზა პროდუქტამდე.
პროდუქცია განიცდის პასტერიზაციას და იფუთება ინერტული აირის აზოტის დაცულ ატმოსფეროში, მიღებულია უხალესი ტექნოლოგიების საფუძველზე.
ბავშვთა კვება სემპერის წარმოებში არ გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტები, ხელოვნური არომატიზატორები, საღებავები და კონსერვანტები. სემპერის ქარხანებს მინიჭებული აქვთ ხარისხის შემდეგი სერთიფიკატები:
სერტიფიკატებს რაც შეეხება გთხოვთ დაწეროთ შემდეგნაირად:
ISO 9001:2008
ISO 14001:2004
GMO
HACCP
Global Standard for Food Safety,
International Food Standard (IFS).
კომპანია HERO AG
1886 წელს გუსტავ ჰენკელმა და გუსტავ ცაილერმა ლენცბურგში (შვეიცარია) დაარეგისტრირეს კომპანია HERO. მოგვიანებით კი საუკუნის დასასრულს კომპანიამ დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია, გახსნა რა თავისი პირველი ოფისები ესპანეთში, ჰოლანდიასა და იტალიაში.
1995 წელს დოქტორმა ოტკერმა შეისყიდა აქციების საკონტროლო პაკეტი და მოახდინა კომპანიის პოზიციონირების ცვლილება, კომპანიის ფოკუსირება მოხდა ბავშვთა კვების, ხილის, მარცვლეული კულტურების, საკონდიტრო მორთულობების და უგლუტენო პროდუქტების ინტენსიური საერთაშორისო განვითარებაზე. დღეისათვის კომპანია HERO წარმოდგენილია ევროპის 30 ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. კომპანიაში დასაქმებულია 3500 თანამშრომელზე მეტი.
დღესიათვის კომპანია HERO AG - მ მოახდინა რესურსების კონცენტრაცია ორი პრიორიტეტული მიმართულების ინოვაციური განვითარების კუთხით — ბავშვთა კვება და ხილი. კომპანიის კვლევით ცენტრები, რომლებიც მდებარეობენ მურსიაში (ესპანეთი) და ბად-შვარტაუში (გერმანია) ინტენსიურად მუშაობენ ახალი პროგრესული კვების პროდუქტების შექმნაზე.
HERO AG ცნობილია თავისი პროდუქტებით მთელს მსოფლიოში. ბავშვთა კვება: emper, HERO Baby, Beech Nut, Adapta და სხვა.: Corny-მარცვლეულის ბატონები; კონფიტურები და ტოპინგები Schwartau და სხვა მრავალი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს დიდი პოპულარობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საქართველოში ბავშვთა კვება „ სემპერის “ ოფიციალური დისტრიბუტორია: ს.ს .,, ჯი პი სი“