ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

პოსტტრავმული რეკონსრუქცია

პოსტტრავმული რეკონსტრუქცია ქირურგიის მიმართულებაა, რომელიც ტრავმის შემდეგ განვითარებული ძვლების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების დეფორმაციების აღდგენით მკურნალობას მოიცავს.

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოსტტრავმული რეკონსტრუქცია ქირურგიის მიმართულებაა, რომელიც ტრავმის შემდგომი დეფორმაციების, ფუნქციის დარღვევებისა და ქსოვილოვანი დეფექტების აღდგენას ემსახურება. ის საჭირო ხდება მაშინ, როცა მოტეხილობა არასწორად შეხორცდა, ჭრილობა დიდი დეფექტით შეიხორცა ან დაზიანებამ კიდურის ფუნქცია შეზღუდა.

ძირითადი მიმართულებები

  • არასწორად შეხორცებული მოტეხილობების კორექცია - ძვლის ღერძისა და სიგრძის აღდგენა;
  • ცრუ სახსრის (ფსევდოართროზის) მკურნალობა - შეუხორცებელი მოტეხილობის ქირურგიული სტიმულაცია;
  • რბილი ქსოვილების დეფექტების დახურვა - კანისა და კუნთოვანი ლოსკუტებით პლასტიკა;
  • ნაწიბურების კორექცია - ფუნქციის შემზღუდავი და ესთეტიკურად შემაწუხებელი ნაწიბურების მკურნალობა;
  • ნერვებისა და მყესების აღდგენა - მიკროქირურგიული ტექნიკების გამოყენებით;
  • პოსტტრავმული სახსრობრივი დეფორმაციები - სახსრის ფუნქციის აღდგენა, საჭიროებისას ენდოპროთეზირება.

როდის მივმართოთ ექიმს

კონსულტაცია საჭიროა, თუ ტრავმის შემდეგ შენარჩუნებულია ტკივილი, კიდურის დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, კოჭლობა ან მგრძნობელობის დარღვევა. დროული მიმართვა ამარტივებს კორექციას - გაძველებული დეფორმაციების მკურნალობა უფრო რთულია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმვა

ზუსტი დაგეგმვისთვის გამოიყენება რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციით და საჭიროებისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. მკურნალობა მოიცავს ოსტეოსინთეზს, ძვლის პლასტიკას, გარე ფიქსაციის აპარატებს და მიკროქირურგიულ ჩარევებს - რთულ შემთხვევებში რამდენიმე ეტაპად.

რეაბილიტაციის როლი

ოპერაციის შედეგი დიდწილად დამოკიდებულია შემდგომ რეაბილიტაციაზე - სამკურნალო ვარჯიშზე, ფიზიოთერაპიასა და ეტაპობრივ დატვირთვაზე, რომელიც ინდივიდუალური გეგმით მიმდინარეობს.

ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ტრავმატოლოგ-ორთოპედები და კლინიკები საქართველოში, ასევე გაეცნოთ თემატურ მედიკამენტებსა და სტატიებს.

ხშირად დასმული კითხვები

უმეტეს შემთხვევაში რეკონსტრუქცია მწვავე პერიოდის დასრულების შემდეგ იგეგმება - ტრავმიდან 3-6 თვეში, როცა ანთება ჩამცხრალია და ქსოვილები მომწიფებულია. ზოგი ჩარევა, მაგალითად ნერვის აღდგენა, პირიქით, რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს. ოპტიმალურ ვადას ქირურგი კვლევების საფუძველზე ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ცრუ სახსარი ნიშნავს, რომ მოტეხილობა 6-9 თვის განმავლობაში არ შეხორცდა და მოტეხილობის ადგილას პათოლოგიური მოძრაობა შენარჩუნდა. მკურნალობა ქირურგიულია - ძვლის ბოლოების გაცოცხლება, მყარი ფიქსაცია და ხშირად ძვლის ტრანსპლანტატით სტიმულაცია. შეხორცება ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვეს გრძელდება და რენტგენით კონტროლდება.

თუ თაბაშირის მოხსნიდან 2-3 თვის შემდეგ ტკივილი, შეშუპება ან მოძრაობის შეზღუდვა კვლავ შენარჩუნებულია, საჭიროა ტრავმატოლოგის კონსულტაცია და განმეორებითი რენტგენი. ასევე საყურადღებოა თვალით შესამჩნევი დეფორმაცია, კიდურების სიგრძის სხვაობა და მუდმივი კოჭლობა. ეს ნიშნები არასწორ შეხორცებაზე ან სახსრის დაზიანებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

მარტივი კორექცია ერთი ოპერაციით სრულდება, თუმცა ვრცელი დეფექტების დროს შესაძლოა 2-3 ეტაპი გახდეს საჭირო რამდენიმეთვიანი ინტერვალებით - ჯერ ინფექციის ლიკვიდაცია და ქსოვილების მომზადება, შემდეგ ძვლისა და რბილი ქსოვილების აღდგენა. გარე ფიქსაციის აპარატით ძვლის დაგრძელებისას მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, დღეში დაახლოებით 1 მმ ტემპით.

ვარჯიშები ოპერაციიდან რამდენიმე დღეში იწყება - ჯერ უსახსრო კუნთების გასაძლიერებლად, შემდეგ ეტაპობრივად ემატება მოძრაობის მოცულობისა და დატვირთვის აღდგენა. სრული კურსი საშუალოდ 3-6 თვე გრძელდება და მოიცავს ფიზიოთერაპიის სეანსებს კვირაში 2-3-ჯერ და ყოველდღიურ დამოუკიდებელ ვარჯიშს. რეაბილიტაციის გამოტოვება ხშირად ოპერაციის შედეგსაც აქარწყლებს.

ნუკი