Plasmon

პროფესორი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

პროფესიული გამოცდილება
1990 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, საქართველოში პირველ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად. არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის გამგეობის, ევროპის უროლოგთა და რადიოლოგთა ასოციაციების წევრი. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია: თირკმლის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

განათლება, კვალიფიკაცია
გაიარა სპეციალიზაცია უროლოგიაში კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1972-1974 წლებში გაიარა ორდინატურა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახ. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც ორდინატურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ კლინიკურ ორდინატორად, ხოლო 1981 წლიდან ამავე კლინიკის ონკო-უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად.