წამყვანი უროლოგი, დირექტორი სამეცნიერო დარგში
უმაღლესი განათლება
1983-1989წწ. - თბილისის სახელმწიფო, სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისი.
ორდინატურა
1991-1993 წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში.
სადოქტორო, საკანდიდატო დისერტაციები
1993წ. - საკანდიდატო დისერტაცია: „ ფუნქციური ცვლილებები ქვედა საშარდე გზებსა და ცნს-ში ღამის ენურეზის დროს“.
2004წ. - სადოქტორო დისერტაცია: „რეპლიკაციური სიბერის მარკერები და მათი როლი თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობაში“.
ტრეინინგები, სტაჟირება უცხოეთის კლინიკებში.
1999-2000 წწ. - თელ-ავივის უნივერსიტეტის, რაბინის სამედიცინო ცენტრი, ორგანოთა გადანერგვის განყოფილება, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში.
2001 წწ. - ბოლონიის უნივერსიტეტის დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილება, სტაჟირება ნეფროლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში.
2001-2003 წწ. - ულმის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციის ცენტრი. სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში.
2002 წ. - ულმის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილება, სტაჟირება უროლოგიაში.
2010 წ. - მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრი, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი, ნიუიორკი, აშშ, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიასა და სადიალიზო სისხლძარღვოვანი არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირებაში.
2010 - ლენოქს ჰილის სამედიცინო ცენტრი, ნიუიორკი, აშშ, სტაჟირება სადიალიზო სისხლძარღვოვანი არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირებაში.
სამუშაო სტაჟი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში.
1993-1999წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტი - მეცნიერ-თანამშრომელი.
2003 წ. - თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი.
2004 წ. - განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2010 წ. - დირექტორი სამეცნიერო დარგში.
- რომელ სფეროს კურირებთ:
- უროლოგიის ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები და კვლევები;
- ნეფროლოგია, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია.