ექიმი რადიოლოგი
განათლება, კვალიფიკაცია
1992-1999 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1999წ. უნიფიცირებული სახელმწიფო სერთიფიკატი ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალის სტატუსით. #02466 Iა 01.1
2004 წ. სახელმწიფო სერთიფიკატი რადიოლოგიაში.
2000 წ. ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და ლაზეროთერაპიის რესპუბლიკური ცენტრი (თერაპიის ეროვნული ცენტრი).
ულტრასონოგრაფიის შემსწავლელი კურსი დ. ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით.
2001 წ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ულტრასონოგრაფიის განყოფილება მედ. მეც. დოქტორის ალექსანდრე მინდაძის ხელმძღვანელობით.
2003-2004 წწ. აკად. დავით ტატიშვილის ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსი და სამუშაო გამოცდილება.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
2003 წ. აპრილი: ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის გასტრო-ენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიის და ენდოკრინოლოგიის კათედრის პროფესორის, გერმანიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საზოგადოების პრეზიდენტის პროფ. მიხაილ გებელის ლექცია - სემინარების კურსი: ,,უახლესი მიღწევები ულტრასონოგრაფიაში, გასტროენტეროლოგია-ჰეპატოლოგია.”
2003წ. ივნისი: რუსეთის სამედიცინო აკადემიის პოსტდიპლომური განვითარების აკადემიის აკადემიკოსის, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კათედრის ხელმძღვანელის, მ. ვ. მიტკოვის ლექცია-სემინარების კურსი.
2006-2007 წწ. მონაწილეობა თბილისის თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ინსტიტუტის უწყვეტი განათლების სხვადასხვა პროგრამებში.
2009 წ. აპრილი: ლატვიაში, ქ. რიგაში კონფერენცია თემებზე: ,,დოპლეროგრაფია მეანობა-გინეკოლოგიაში, ორსულობის I ტრიმესტრის სკრინინგი, მოცულობითი ექოსკანირება 3 D - 4 D რეჟიმში”.
2010 წ. ივნისი: უკრაინაში, ყირიმში, ქ. სუდაკში მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში: ,,ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აქტუალური პრობლემები‘’.
დამატებითი მონაცემები
პუბლიკაციები:
ჟურნალი ,,საექიმო პრაქტიკა”:
,,სანაღვლე გზების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის თავისებურებანი” - 2009 წ.
,,ულტრასონოგრაფიის როლი მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკაში’’ - 2010 წ.
უცხო ენები: რუსული, ინგლისური.