შეფასებები (2)
ადამიანის ჯანმრთელობა რომ პირველ ადილზე დგას ეს დაუწერელი კანონია,მაგრამ ექიმი როგორ მიმართულებას მოგცემს ,ეგ კიდევ სხვაა,ექიმსაც გააჩნია,შეიძლება ისე შეგაშინოს,სასოწარკვეთილმა სიკვდილიც ინატრო...
სწორედ ასეთმა სასოწარკვეთილმა და იმედგადაწურულმა დიდი გაკითხვის შემდეგ მივაკითხე ჯეოჰოსპიტალს,კონკრეტულად ჰეპატოლოგსა და გასტროენტეროლოგს_გიორგი სამადაშვილს.
ეს პროფესიაა მისი,უკეთესი იქნებოდა ექიმის დახასიათება პაციენტთან დამოკიდებულებით რომ იწყებოდეს.ბატონი გიორგი არის ბუმბერაზი ა დ ა მ ი ა ნ ი ,საოცრად გულისხმიერი,უაღრესად კეთილშობილი,რკინის ნერვებით.პროფესიონალიზმზე აღარ ვლაპარაკობ,რადგან შეუდარებელი და განუმეორებელია,ვიტყოდი სასწაულმოქმედიც.
მისი წყალობით 6 თვეში დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს,მომეხსნა დეპრესია,მწყობრში ჩამიდგა ღვიძლი და სხვა ორგანოები და სრულიად გამოჯანმრთელებული ჩიტივით დავფრინავ 65 წლის ასაკში უკვე მესამე წელია.
ჯეოჰოსპიტალს მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი გულისხმიერი პროფესიონალი ექიმებისთვის,რომლებიც თავდაუზოგავად ზრუნავენ ადამიანთა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე!
🌟🌟🌟🌟🌟