იგორ მიქაძე
- სპეციალობა: ანგიოლოგია
- გია აბზიანიძის სახელობის ანგიოლოგია-ანგიოქირურგიის აკადემიური კლინიკა

იგორ მიქაძე - ანგიოლოგი
დაბადების ადგილი: ქ. გორლოვკა(უკრაინა).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.
1980–1986წწ. მუშაობდა რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის საავადმყოფოში სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ექიმად; 1986 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; ეწეოდა პრაქტიკულ მოღვაწეობას სამხედრო ჰოსპიტალსა და რკინიგზის ე. ფიფიას სახელობის საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებსში; ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ენდოთელიზირებულ სისხლძარღვთა ბიოლოგიურ ტრანსპლანტატებზე არტერიების პლასტიკისათვის", დაიცვა 1990 წელს.