ირინა ქაცარავა - ექიმი ფონიატრი
აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში და ამიერკავკასიაში ერთადერთი ფონიატრიისა და ხმის რეჰაბილიტაციის განყოფილება ფუნქციონირებს. მას ევროპის ფონიატრთა ასოციაციის წევრი, ექიმი-ფონიატრი ირინა ქაცარავა ხელმძღვანელობს. განყოფილება საერთაშორისო სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალი ჰყავს. თავად ირინა ქაცარავამ სტაჟირება მსოფლიოს გამორჩეულ ფონიატრიულ დაწესებულებებში გაიარა. განყოფილებაში ხორხის დაავადებათა დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურით, მათ შორის, ვიდეოლარინგოსტრობოსკოპით წარმოებს. აქვე ხმა აკუსტიკურად ანალიზდება