Plasmon

პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი.

პროფესიული გამოცდილება
მუშაობის სტაჟი: 
19 წელი.

დისერტაციის დაცვის თარიღი და თემა: 
2002 წ.; ”ადრენო-გენიტალური სინდრომის პოსტპუბერტატული ფორმების კლინიკა და დიაგნოსტიკა”. 
სამეცნიერო სფერო: 
13 სამეცნიერო ნაშრომის და 1 მონოგრაფიის ავტორი.

პრაქტიკული საქმიანობის სფერო: 
რეპროდუქტოლოგია (სხვადასხვა გენეზის უშვილობა, ორსულობის ვადამდე მიუტანლობა, - თვითნებითი აბორტები ორსულობის სხვადასხვა ვადაზე, მენსტრუალური ციკლის დარღვევები; მტკივნეული მენსტრუაცია; წინამენსტრუალური სინდრომი; სხვადასხვა გენეზის საშვილოსნოსმიერი სისხლდენები; ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური მდგომარეობები, პოლიპები; საშვილოსნოს მიომა; ენდომეტრიოზი; ჰიპერანდროგენული მდგომარეობები - პათოლოგიური თმიანობა; აკნე; კანის ცხიმიანობა და ფორიანობა; საკვერცხეების პოლიკისტოზის სხვადასხვა ფორმები, ადრენო-გენიტალური სინდრომი, ინსულინორეზისტენტობა - ჰიპერინსულინემია, ჰიპოთალამური და მეტაბოლური დარღვევები; ჭარბი წონა, სიმსუქნე; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება; ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი; მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები; საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები - ეროზია, ცერვიციტი; სქესობრივი გზით გადამდები და სხვა ინფექციები - ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ჰერპესვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, სოკოვანი ინფექცია, გარდნელიოზი; კლიმაქტერული სინდრომი. 

პედაგოგიური სფერო: 
სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრენერი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში.