Plasmon

მედიცინის დოქტორი, პროფესორი

პროფესიული გამოცდილება
1986-88წ.წ. თელავის რაი-პოლიკლინიკის განყოფილების ექიმი;
1988-90წ.წ. თელავის რაი-საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი;
1990-92წ.წ. ქ. ხარკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი;
1992-94წ.წ. თელავის რაი-პოლიკლინიკის განყოფილების ექიმი ინფექციონისტი;
1994-96წ.წ. თელავის რაი-საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე;
1996 წლიდან დღემდე საუნივერსიტეტო კლინიკა ,,სალბუნი”-ს დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის უფროსი;
2004 წლიდან დღემდე კლინიკა “ლოკუსის“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი;
2006 წლიდან დღემდე კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი;
2006 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
2009 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
საგანმანათლებლო საქმიანობა
1999 წლიდან დღემდე ინფექტოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის სასწავლო კურსები სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის 
2006 წლიდან დერმატოვენეროლოგიის სასწავლო კურსი სტომატოლოგიისა და სამკურნალო საქმის სპეციალობის სტუდენტებისათვის
2008 წლიდან აკადემიური დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობა 
2003 წლიდან ექიმთა პოსტდიპლომური განათლების პროგრამებში მონაწილეობა
2009წ. სადოქტორო კვლევის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

განათლება, კვალიფიკაცია
1979-85 წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
1990-92 წ.წ. ხარკოვის (უკრაინა) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრა -კლინიკური ორდინატორი;
1992 წ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (ქ.კიევი);
1997 წ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა, სპეციალიზაცია;
2001 წ. სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში “ინფექციური სნეულებანი”;
2001 წ. სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში “დერმატოლოგია-ვენეროლოგია”.
2002 წ. აუგსბურგის (გერმანია) დერმატოლოგიისა და ალერგოლოგიის კლინიკა (კვალიფიკაცია);
2003 წ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი (კვალიფიკაცია);
2005 წ. და 2006წ.ოლდენბურგის (გერმანია) დერმატოლოგიისა და ალერგოლოგიის კლინიკა (კვალიფიკაცია);
2008წ., 2009წ. ფრაიბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კლინიკა, სტუმარი პროფესორი; 
2009 წ. კლივლენდის (აშშ) უნივერსიტეტი, მედიცინის სწავლების პროგრამა.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა
(მომხსენებელი და/ან ორგანიზატორი)
საერთაშორისო:
2005წ. საერთაშორისო სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენციის “CGMSA2005” დერმატოლოგიური სექციის ხელმძღვანელი და მომხსენებელი;
2006წ. ჩრდილოეთ გერმანიის დერმატოლოგთა საზოგადოების სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებელი; 
2008წ. EADV 2008 Pარის ევროპის დერმატოლოგთა და ვენეროლოგთა აკადემიის კონგრესი - 2 პოსტერული მოხსენება;
2008წ. საერთაშორისო კონგრესი ”სიახლეები დერმატო-ვენეროლოგიაში” კონგრეს-პრეზიდენტი და მომხსენებელი; 
2009წ. ინტერდისციპლინარული კონფერენცია დერმატოონკოლოგიაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კლინიკა, მომხსენებელი.
2010წ. EAACI-2010-London (European Acadamy of Allergology and Clinical Immunology) პოსტერული მოხსენება
2010წ კიევი – კონფერენცია “კიევის დერმატოლოგიური დღეები” – მიწვეული სპიკერი
2011წ კიევი – ევროაზიის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის I კონგრესი - მიწვეული სპიკერი, სექციის ხელმძღვანელი
რესპუბლიკური:
2003წ. და 2007წ. ექიმთა სკოლა-კონფერენციაზე (ქობულეთი) მოხსენებები;
2006 წლიდან ყოველწლიურად თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის კონგრესის ფარგლებში მოხსენებები

საზოგადოებრივი აქტივობა
ასოციაციების და საზოგადოების წევრობა
2004 წლიდან ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის წევრი-სპეციალისტი;
2005 წლიდან თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი;
2009 წლიდან საქართველოს ექიმთა ასოციაციის წევრი;
2010 წლიდან საქართველოს ალერგოლოგისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გამგეობის წევრი;
2010 წლიდან საქართველოს ფსორიაზის ასოციაციის გამგეობის წევრი
2011 წლიდან ევროაზიის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი

დამატებითი მონაცემები
სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორობა
1999-2000 წ.წ. უკრაინის ქ. ხარკოვის ექიმთა პოსტდიპლომური განთლების აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის «Инфекции не знают границ» სარედაქციო კოლეგიის წევრი;
2006 წლიდან - დღემდე ი. გოგებაშვილი სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2010წ. რეფერირებადი საერთაშორისო ჟურნალის Dermatologic Therapy (იმპაქტ ფაქტორი 1.978), გამომცემლობა Wiley-Blackwell - რეცენზენტი.
2010წ. გერმანულენოვანი ჟურნალის ” Der Hautarzt” რუსულენოვანი ვერსიის სამედიცინო რედაქტორი
2011წ. გერმანულენოვანი დერმატოლოგიური ატლასის რუსულენოვანი ვერსიის სამედიცინო რედაქტორი
უწყვეტი სამედიცინო განათლება
1999 წლიდან დღემდე ..რესპუბლიკური აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრეინინგ კურსები ინფექციურ სნეულებებში, დერმატო-ვენეროლოგიაში შესაბამისი კრედიტ ქულების მინიჭებით, სულ 157 უსგ კრედიტი;
2006წ. ჩრდილოეთ გერმანიის დერმატოლოგთა საზოგადოების სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია;
2002წ., 2008წ., 2010წ “დერმატოვენეროლოგების დახელოვნების მიუნხენის კვირეული” (გერმანია) 86 CME კრედიტი;
2008წ. ევროპის დერმატოლოგთა და ვენეროლოგთა აკადემიის კონგრესი (პარიზი) 4 CME კრედიტი.
სასწავლო და სამეცნიერო გრანტები
2008წ. გრანტი ევროპის დერმატოლოგთა და ვენეროლოგთა აკადემიის კონგრესზე (პარიზი) მონაწილეობისათვის;
2008წ. გრანტი Pierre Fabre -სგან პროგრამაში Tripp in Avene; 
2009წ. ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამის Open Word - Medical Education (აშშ) გრანტი.
2010წ. “დერმატოვენეროლოგების დახელოვნების 22-ე კვირეული” მიუნხენი (გერმანია) სტეპენდიანტი.
2011წ. საერთაშორისო დერმატოლოგიური კონგრესი “ISA2011 “ კონგრესპრეზიდენტის სტუმარი.
ენების ცოდნა
რუსული, გერმანული - თავისუფლად; 
ინგლისური - კარგად; 
იტალიური - ელემენტარულ დონეზე, კითხვა, თარგმნა ლექსიკონით.