თანამდებობა:
რეპროდუქციული მედიცინის საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელი
დამატებითი ინფორმაცია:
პრაქტიკული საქმიანობის სფერო:
გინეკოლოგიური და რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქალებში, მამაკაცებში, ბავშვებსა და მოზარდებში, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა (ოვულაციის სტიმულაცია, ინსემინაციის ციკლი პარტნიორის ან დონორის სპერმით), ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია). რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, PAP-ტესტი),
განათლება:
2010 - სპეციალიზაცია ჰისტეროსკოპიაში, I სამედიცინო აკადემია ქ.მოსკოვი (სერტიფიკატი);
2009 - სპეციალიზაცია რეპროდუქტოლოგიაში ( IVF), Hadassah University Hospital Jerusalem (სერტიფიკატი);
2005–2008 - ღვამიჩავას სახ.ონკოლოგიური ცენტრის ასპირანტურა (დიპლომი);
1999–2000 - ინტერნატურა (მეან–გინეკოლოგია), I სამედიცინო აკადემია ქ. მოსკოვი (დიპლომი);
1997–1999 - კლინიკური ორდინატურა (გინეკოლოგია–ენდოკრინოლოგია, ნეიროენდოკრინოლოგია) რუსეთის ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო ცენტრი ქ. მოსკოვი (დიპლომი);
1991–1997 - ლატვიის სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი ქ. რიგა (დიპლომი);
პროფესიული გამოცდილება:
2009 - დღემდე - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“;
2000–2008 - ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციის ცენტრი, ქ.მოსკოვი, ექიმი გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, მეან–გინეკოლოგი.
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა:
2008 - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის და მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი;
11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სამეცნიერო ინტერესთა სფერო:
კონსერვატიული გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა.