Plasmon

 

მარიამ ანდღულაძე - ექიმი მეან-გინეკოლოგი

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISGE) წევრი.

ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის (ESG) წევრი.

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) წევრი.

პრენატალური დიაგნოსტიკის საერთაშორისო ასოციაციის (ISPD) წევრი.

მენოპაუზის საერთაშორისო ასოციაციის (IMS) წევრი.

 

ადგილობრივი და საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ვებინარების მონაწილე როგორც დელეგატის, ასევე მომსხენებლის და სხდომის წამყვანის რანგში.

გამოქვეყნებული 18 სამეცნიერო ნაშრომი და 100-ზე მეტი პოპულარული ხასიათის სტატია, როგორც ადგილობრივ (Georgian Medical News, Experimental and Clinical Medicine), ასევე საერთაშორისო (Gynecological Endocrinology, E-Cronicon - EC Gynecology, GREM - Gynecological and Reproductive Endocrinology and Metabolism) რეფერირეფად და იმფაქთ-ფაქტორის მქონე ჟურნალებსა და პოპულარულ გამოცემებში.

ISGE - გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის XVII, XVIII, XIX და XX მსოფლიო კონგრესების (2016-2022 წ.) ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული და კონგრესის სრული გრანტის (FCP - Full Congress Package Scholarship) მფლობელი (ფლორენცია, იტალია).

ორალური მოხსენებები და სასტენდო პრეზენტაციები ISGE - გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის XVII, XVIII, XIX და XX მსოფლიო კონგრესებზე - 2016-2022 წწ. ფლორენცია, იტალია.

ISGE 2022 - გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის XX მსოფლიო კონგრესზე ორსულობის სესიის სხდომის თავმჯდომარე როგორც ადგილზე (ფლორენცია, იტალია), ასევე ონლაინ სესიაზე - 2022 წ.

სასტენდო პრეზენტაცია COGI - მეანობა-გინეკოლოგიისა და უნაყოფობის გართულებების 27-ე ონლაინ მსოფლიო კონგრესზე, 2020 წ.

ორალური მოხსენებები საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის (GOGPA) 2013, 2016 და 2019 წწ-ის კონგრესებზე, თბილისი, საქართველო.

ორალური მოხსენება საქართველოს უროლოგთა ასოციაციის (GUA) შუალედურ კონგრესზე, 2018 წ, თბილისი, საქართველო.

სასტენდო პრეზენტაცია COGI - მეანობა-გინეკოლოგიისა და უნაყოფობის გართულებების 26-ე მსოფლიო კონგრესზე, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2018 წ.

სასტენდო პრეზენტაცია RCOG - მეანობა-გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის მსოფლიო კონგრესზე, ქეიფ-თაუნი, სამხრეთ აფრიკა, 2017 წ.

 

დამატებითი კვალიფიკაცია:

2021 წ. კოლპოსკოპიის ტრეინინგ კურსი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

2021 - 2022 წწ. სრული პრაქტიკული და თერაპიული საგანმანათლებლო კურსი კოლპოსკოპიასა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, კარაპს მედლაინი, თბილისი, საქართველო.

2021 წ. IMS - მენოპაუზის საერთაშორისო ასოციაციის სასწავლო კურსი - IMPART (International Menopause Society Professional Activity for Refresher Training).

 2022 წ. ISGRE - გინეკოლოგიური და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო სკოლის სასწავლო კურსი - “მენსტრუალური ციკლის დარღვევები”, ფლორენცია, იტალია.

 

გინეკოლოგიური ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ ნომერზე: 598 63 89 39

 

კლინიკა - “მედიქეა”