თანამდებობა:
მეან–გინეკოლოგი
დამატებითი ინფორმაცია:
პრაქტიკული საქმიანობის სფერო:
გინეკოლოგიური და რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა, ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და მკურნალობა პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში, ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა, რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, PAP-ტესტი, კრიოდესტრუქცია, დიათერმოკოაგულაცია და ა.შ.), შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია).
განათლება:
2005 - სპეციალიზაცია მეანობა-გინეკოლოგიაში (სახელმწიფო სერტიფიკატი);
1998 - სპეციალიზაცია მეანობა-გინეკოლოგიასა და პერინატალურ მედიცინაში (სახელმწიფო სერტიფიკატი);
1993 - სპეციალიზაცია მეანობა-გინელოლოგიაში (ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი);
1981 - სპეციალიზაცია ონკოლოგიაში (ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი);
1970-76 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
პროფესიული გამოცდილება:
2009 – დღემდე - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“;
1974–2009 - აკ. კ.ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, ექიმი მეან–გინეკოლოგი;
1974–1976 - ქ.თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკო–გინეკოლოგი.