ბავშვთა ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.
1997–1999წწ. იყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1999 წლიდან არის მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხემძღვანელი; უმაღლესი სამედიცინო სკოლის – "აიეტი" ნევროლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სხვადასხვა სახის აბსანსების დიფერენციული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1986 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზოგიერთი იდიოპათური გენერალიზებული ეპილეფსიური სინდრომები, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მართვა", დაიცვა 1998 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ა. ლაჭყეპიანის სახელობის საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
ევროპის პედიატრ ნევროლოგთა საზოგადოების მრჩეველთა საბჭო, წევრი
ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს საზოგადეობა, გენერალური მდივანი
ბიბლიოგრაფია
ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტ პრინტი", 2011. - 584გვ.. - ISBN: 978-9941-9141-7-1