Plasmon

მედიცინის დოქტორი

დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა” აიეტი” დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო ქ. მოსკოვში (რუსეთი) ი.სეჩენოვის სახ. I სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე. გაიარა კვალიფიკაცია: ქ. მოსკოვში (რუსეთი), ერლანგენში (გერმანია) გინეკოლოგიაში. მუშაობდა ქ. მოსკოვში (რუსეთი) 5-ე გინეკოლოგიურ საავადმყოფოში, ექიმ- გინეკოლოგად, ექიმთა და დიაბეტით დაავადებულთა ცენტრში- გინეკოლოგად, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრში- გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგად, ქ. ნიურბერგში (გერმანია) გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიისა და უნაყოფობის განყოფილებაში ექიმ-გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგად. 2007 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში კონსერვატული გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მრავალი სერტიფიკატის მფლობელი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: მადრიდი, ბარსელონა (ესპანეთი), ფლორენცია, ნიცა (იტალია), მიუნხენი, ერლანგენი (გერმანია) და სხვ.