მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნეიროდიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
პროფესიული გამოცდილება
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ნევროლოგიის განხრით. მუშაობდა ნევროლოგიის ინსტიტუტში 25 წლის განმავლობაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. დაიცვა დისერტაცია ეპილეფსიის მკურნალობის განხრით. 1992 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. კვალიფიკაცია გაიარა ეპილეპტოლოგიაში ქ. ბოხუმის (გერმანია) საუნივერსიტეტო ნევროლოგიურ კლინიკაში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სემინარებში.