Plasmon
თორნიკე ალაშვილი

  • სპეციალობა: ჰომეოპათია
  • ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა - ოჯახის მკურნალი

Alashvili Tornike - ალაშვილი თორნიკე

სპეციალობა: ჰომეოპათია, მანუალური თერაპია, რეფლექსოთერაპია

კლინიკა „ოჯახის მკურნალი“-ს დირექტორი საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტი, „იბერ-9 ფარმა“ს დირექტორი.

- 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამკურნალო ფაკულტეტი;

- 1989 წელს გაიარა ინტერნატურა თბილისის თერაპიის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში ექიმ-თერაპევტის განხრით;

- 1989-1993 წლებსი განაწილებით მუშაობდა მანგლისის სასწრაფო დახმარების ექიმად;

- 1990-1994 წლებში შეთავსებით მუშაობდა რესპუბლუკურ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ხალხური მედიცინის კაბინეტის გამგედ;

- 1990 წელს გაიარა, კლინიკა „ინტერმედი“-ში, საერთაშორისო კურსი ჰომეოპათიაში;

- 1991-1993 წლებში გაიარა გერმანიის ჰომეოპათიური ინსტიტუტის ლექცია-სემინარების კურსი;

- 1990 წელს საქართველოს ჰომეოპატთა საზოგადოების დამფუძნებელი, (ვიცე-პრეზიდენტი);

- 1993 წლიდან საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი;

- 1994 წელს დააფუძნა ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა (პრეზიდენტი);

- 1994-2012 წლებში მუშაობდა თბილისის N13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიის და ხალხური მედიცინის განყოფილების გამგედ;

- 1997 წელს გამოსცა მონოგრაფია „ჰომეოპათია - ადაპტაციური თერაპია“

- 2005 წლიდან საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და 2007 წლიდან - ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი;

- 2006-2008 წლებში ჰოლანდიელი ექიმი-ჰომეოპათების და ფსიქოთერაპევტების სასწავლო-პრაქტიკული პროგრამის - „პოსტტრავმული სინდრომის მკურნალობა“ - კოორდინატორი საქართველოში;

- 2009 წლიდან არის კლინიკა „ოჯახის მკურნალი“-ს დირექტორი;

- 2018 წლიდან შპს „იბერ-9 ფარმა“-ს დირექტორი.

 

მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენცია-სიმპოზიუმებში. აქვს ათობით სამეცნიერო შრომა გამოქვეყნებული. 2019 წლის 10-12 მაისს აიღო ჯილდო საუკეთესო აქტუალური მოხსენებისათვის ბალტიურ სამიტში (იურმალა). ჰყავს 40–ზე მეტი მოწაფე, მათ შორის 28-ს ჰომეოპათიაში გავლილი აქვს სერტიფიცირება ჯანდაცვის სამინისტროში და ამჟამად მოღვაწეობენ გორში, რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, ზესტაფონში და თბილისში. ორმა მოწაფემ დაამთავრა ალტერნატიული ნობელის პრემიის ლაურიატის ჯორჯ ვიტულკასის ჰომეოპათიური საერთაშორისო აკადემია.

მისი 100 000 პაციენტიდან ბევრია ინგლისი, გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, ამერიკიდან. გარდა ჰომეოპათიისა ფლობს ხალხური მედიცინის სამკურნალო მეთოდებს, მანუალურ თერაპიას, ირიდოდიაგნოსტიკას, რეფლექსო თერაპიას, ბიოპუნქტურას, ლაზეროთერაპიას.