Plasmon
აცც ექსტრა® 600 მგ / ACC® Extra


შემადგენლობა:
ერთი შიშინა ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მანიტოლი, ლაქტოზა უწყლო, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი, ლიმონის არომატიზატორი ”BB”. 

გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები ნაჭდევით და ლიმონის სუნით.
პრეპარატი შეფუთულია ალუმინის ლამინირებული კილიტისა და ქაღალდისაგან, რომელიც განკუთვნილია შიშინა ტაბლეტების ჰერმეტული შეფუთვისათვის.
შეფუთვაში 20 შიშინა ტაბლეტი.

რა არის აცც ექსტრა და რისთვის იყენებენ მას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიტიკი. ათქ კოდი: R05C B01.
ათხელებს ბლანტ ლორწოს სასუნთქ გზებში.

ჩვენებები
ლორწოს გათხელება და მისი ამოხველების შემსუბუქება სასუნთქი გზების დაავადებების (კერძოდ, ბრონქიტის) მოზრდილებში და 14 წელზე უფროს მოზარდებში.

აცც ექსტრას მიღების წინ
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე პრეპარატის მიმართ;
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 14 წელზე უმცროსმა ბავშვებმა. 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა დროებითი ურთიერთკავშირი აცეტილცისტეინის მიღებასა და კანის მძიმე რეაქციების წარმოქმნას შორის, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი. კანის და ლორწოვანი გარსების მხრიდან ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის.
აუცილებლია დაიცვან სიფრთხილე პაციენტებმა ბრონქული ასთმით, აგრეთვე, პაციენტებმა კუჭ-ნაწლავური ტრაქტის წყლულოვანი დაავადებებით აწმყოში ან წარსულში.
პაციენტებმა ჰისტამინის გადაუტანლობით აცეტილცისტეინის მიღებისას უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. ისინი უნდა მოერიდონ პრეპარატის ხანგრძლივად მიღებას.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები
აცც ექსტრას და სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთობლივმა მიღებამ უნდა გამოიწვიოს ხველების რეფლექსის დათრგუნვისგან წარმოქმნილი ლორწოვანი სეკრეტის შეგუბება. ასეთი კომბინაციის გამოყენების წინ აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს.

ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს ცალკე, პრეპარატების მიღებებს შორის მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალის დაცვით. ეს არ მიეკუთვნება პრეპარატებს, რომელნიც შეიცავენ მოქმედ ნივთიერებებს ცეფიქსიმს და ლორაკარბეფს. მათი მიღება აცეტილცისტეინთან ერთდროულად შეიძლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში აცც ექსტრას გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ექიმს ეს აბსოლუტურად აუცილებლად მიაჩნია. 
ნებისმიერი წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ზეგავლენას არ ახდენს .

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ერთი შიშინა ტაბლეტი შეიცავს 3,03 მმოლ (138,8 მგ) ნატრიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია იმ პაციენტების მკურნალობისას, ვინც იცავს დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აცც ექსტრას მიღების დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მითითებები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის
1 შიშინა ტაბლეტი შეიცავს 0,01 პურის ერთეულს.

როგორ უნდა აცც ექსტრას მიღება
რეკომენდებული დოზები
14 წელზე უფროსი მოზარდები და მოზრდილები: 
½ ტაბლეტი დღეში ორჯერ ან 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ (რაც უდრის 600 მგ აცეტილცისტეინს დღეში). 
ზუსტად დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატი არ მოახდენს საჭირო მოქმედებას.

გამოყენების წესი
მიიღეთ ჭამის შემდეგ. ტაბლეტებს ხსნიან ჭიქა წყალში და სვამენ მთელ მიღებულ ხსნარს.
შეიძლება შიშინა ტაბლეტების დაყოფა შუაზე.

გამოყენების ხანგრძლივობა
თუ სიმპტომები უარესდება ან არ სუსტდება 4-5 დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება იწვევს მუცლის ტკივილს. გულისრევას, ღებინებას და დიარეას.
მიუხედავად ამისა, დოზის უმნიშვნელო მომატებისასაც კი მძიმე გვერდითი ეფექტები და ინტოქსიკაციის სიმპტომები დღევანდელ დღემდე არ აღნიშნულა. მიუხედავად ამისა, პრეპარატით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა აცც ექსტრამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
არა სასიკეთო რეაქციების შეფასება ეფუძნება მონაცემებს მათი წარმოქმნის სიხშირის შესახებ: 

ძალიან ხშირი:

ხშირი:

არც ისე ხშირი:

იშვიათი:

ძალიან იშვითი:

უცნობი სიხშირის:

მეტს, ვიდრე 1-ს 10 იმ პაციენტიდან, ვინც პრეპარატს იღებდა

1-10-ს 100 იმ პაციენტიდან, ვინც პრეპარატს იღებდა

1-10-ს 1000 იმ პაციენტიდან, ვინც პრეპარატს იღებდა

1-10-ს 10000 იმ პაციენტიდან, ვინც პრეპარატს იღებდა

ნაკლებს, ვიდრე 1-ს 10000 იმ პაციენტიდან, ვინც პრეპარატს იღებდა

გამომდინარე არსებული ინფორმაციიდან სიხშირის შეფასება შეუძლებელია

გვერდითი ეფექტები:
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
არ ისე ხშირი: თავის ტკივილი, ციებ-ცხელება, ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეკზანთემა, გამონაყარი გაძნელებული სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და არტერიული წნევის დაცემა).
ძალიან იშვიათი: ანაფილაქტიკური რეაქციები შოკამდეც კი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრიდან: 
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი (უპირატესად პაციენტებს ბრონქული სისტემის ჰიპერაქტიურობით, რომელიც ასოცირებულია ბრონქულ ასთმასთან).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
არც ისე ხშირი: სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აცეტილცისტეინის შეყვანისას აღინიშნებოდა სისხლჩაქცევების წარმოქმნა, ზოგჯერ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებით.

პროფილაქტიკური ზომები
ალერგიული რეაქციების პირველი სიმპტომების წარმოქმნისას (იხ. ზემოთ) შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მძიმე ხდება ან ჩნდება გვერდითი ეფექტები, რომელიც არ იყო მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?