არკოვიტალ აცეროლა 1000 საღეჭი ტაბ. #30
შემადგენლობა:
1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ აცეროლას ნაყოფის (Malpighia glabra) ფხვნილს, რომელშიც შედის 170 მგ ვიტამინ C.
დამატებითი ნივთიერებები: სორბიტოლი, ქსილიტოლი (ბურღულეულისგან მიღებული), ფრუქტოზა, საქაროზა, შეფერილობისთვის - წითელი ჭარხალი, ბუნებრივი არომატიზატორები, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული ზეთებისგან მიღებული), სტევიოლის გლიკოზიდები (STEVIA REBAUDIANA).
არ შეიცავს ხელოვნურ ვიტამინ C-ს და სხვა ქიმიურ ინგრედიენტებს, მათ შორის ტიტანის დიოქსიდს.
100% ორგანული პროდუქტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აცეროლა (ბარბადოსული ალუბალი) მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. არკოვიტალ აცეროლას 1000 მგ საღეჭ დაბლეტში 5-ჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე 1 ცალ ფორთოხალში. ამასთანავე აცეროლას შემადგენლობაში შემავალ C ვიტამინს აქვს გაცილებით მაღალი ბიოშეღწევადობა და ძლიერი მოქმედება, ვიდრე ხელოვნურად წარმოებულ ასკორბინის მჟავას - ორგანიზმის დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად საკმარისია აცეროლას 2-3 კენკრის მიღება.
გარდა C ვიტამინისა, აცეროლა დიდი რაოდენობით შეიცავს: რეტინოლს (A ვიტამინს), რაც აუცილებელია მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად, კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის; B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში; მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, მაგნიუმს, სელენს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემებზე.
მდიდარი შემადგენლობის წყალობით აცეროლას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები - იგი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმდებას ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ჩვენებები:
სეზონური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
იმუნური სისტემის გაძლიერება ხშირად მოავადე ადამიანებში
ხანგრძლივი და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები 6-დან 15 წლამდე: ნახევარი ტაბლეტი დღეში.
15 წლიდან - 1 ტაბლეტი დღეში.
შესაძლებელია ტაბლეტის დაღეჭვა ან დალევა წყლის მიყოლებით.
არკოვიტალ აცეროლას მიღება უმჯობესია დილით.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენება 6 წლის ასაკიდან;
მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;
პროდუქტი შეიცავს პოლიოლებს, რის გამოც გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 საღეჭი ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი