Nuk
აცეტილცისტეინი ნორმონი / Acetilcisteina Normon


1. რას წარმოადგენს აცეტილცისტეინი ნორმონი და მისი გამოყენება 

აცეტილცისტეინი, სამკურნალო პროდუქტის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება მუკოლიზური მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ჭარბი და/ან სქელი ბრონქული სეკრეტის გასათხევადებლად. 

აცეტილცისტეინი ნორმონი ნაჩვენებია ჭარბი ლორწოსა და ნახველის ამოღების გასაადვილებლად რესპირატორული პროცესების დროს, რომლებიც ვითარდება ჭარბი ან სქელი ლორწოს სეკრეციის შედეგად, როგორიცაა მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ჩOPD), ემფიზემა, ფიბროზისა და სხვა მსგავსი პათოლოგიების პულმონარული გართულებები.   

 

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა აცეტილცისტეინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია აცეტილცისტეინი ნორმონის მიღება:

• თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილცისტეინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);

• 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აცეტილცისტეინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან მძიმე რესპირატორული დაავადება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

მედიკამენტს შესაძლოა ჰქონდეს გოგირდის სუნი (გაფუჭებული კვერცხის), რაც დამახასიათებელია აქტიური ნივთიერებისათვის და არ მიუთითებს მედიკამენტის გაფუჭებაზე.

თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის არეში დისკომფორტი მედიკამენტის მიღების შემდეგ, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა. სიფრთხილეა საჭირო პეპტიკური წლულის ან პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე პაციენტებში.

მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ლორწოსა და ნახველის მომატება, რომელიც მცირდება მკურნალობის განმავლობაში.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ბავშვები 

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. 

სხვა მედიკამენტები და აცეტილცისტეინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. 

ნიტროგლიცერინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, და ამ დროს საჭიროა ჰიპოტენზიის მონიტორინგი, რადგან ის შეიძლება მძიმე იყოს.

ანტიეპილეფსიურ მედიკამენტთან, კარბამაზეპინთან, ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კარბამაზეპინის ეფექტურობის დაქვეითება.

დაუშვებელია ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ან ბრონქული სეკრეციის დამაქვეითებელ მედიკამენტებთან (როგორიცაა ანტიჰისტამინები და ანტიქოლინერგული საშუალებები) ერთად მიღება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გათხევადებული ლორწოს აკუმულაცია.

თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს მინერალებს, როგორიცაა რკინა ან კალციუმი, ან ზოგიერთი ტიპის ანტიბიოტიკებს (ამფოტერიცინი B, ნატრიუმის ამპიცილინი, ცეფალოსპორინები, ლაქტობიონატი, ერითრომიცინი და ზოგიერთი ტეტრაციკლინი), მათ მიღებასა და აცეტილცისტეინის გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 2 საათი.

აცეტილცისტეინის სხვა მედიკამენტებში გახსნა არ არის რეკომენდებული. 

აცეტილცისტეინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვების ან სასმელის მიღება არ ახდენს მედიკამენტის ეფექტურობაზე გავლენას.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება 

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. 

მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მტკიცებულება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი გავლენის შესახებ. 

 

აცეტილცისტეინი ნორმონი შეიცავს ასპარტამს

მედიკამენტი შეიცავს 35 მგ ასპარტამსნ ერთ ტაბლეტში.

ასპარტამი შეიცავს ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის (PKU), იშვიათი გენეტიკური დაავადების, მქონე პაციენტებში, რომლის დროსაც აკუმულირდება ფენილალანინი, რადგან ორგანიზმს არ შეუძლია მისი სათანდოდ გამოყოფა. 

 

3. აცეტილცისტეინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

დისპერგირებადი ტაბლეტები უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში და მიღება უნდა მოხდეს მათი სრულად გახსნისთანავე. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებისა და 7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის არის 600 მგ აცეტილცისტეინი, 1 ტაბლეტი აცეტილცისტეინი ნორმონი 600 მგ ერთხელ დღეში (600 მგ აცეტილცისტეინი ერთხელ დღეში), ან 3 დოზა 200 მგ ყოველ 8 საათში (ამისთვის მოწოდებულია შესაფერისი ფარმაცევტული ფორმები), დღიური დოზის 600 მგ-ის გადაჭარბების გარეშე.

ბავშვებში გამოყენება

2-7 წლის ასაკის ბავშვები

600 მგ დოზა არ არის რეკომენდებული.

ამ პოპულაციისათვის მოწოდებულია უფრო შესაფერისი ფარმაცევტული ფორმები.

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

აცეტილცისტეინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

აცეტილცისტეინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, გულძმარვა და კუჭის ტკივილი, ფაღარათი ან სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ჰიპერმგრძნობელობა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ტაქიკარდია, ღებინება, ფაღარათი, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ჰიპოტენზია.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ძილიანობა, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, საჭმლის მონელების პრობლემები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ჰემორაგია, კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, ხანდახან აღინიშნა სხვა მედიკამენტთან ერთდროული მიღებისას.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): სახის შეშუპება.

კანის ან ლორწოვანი გარსების რაიმე ცვლილების შემთხვევაში, აცეტილცისტეინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილულ უნდა იქნას სამედიცინო დახმარება.

 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: წწწ.ნოიფიცაღAM.ეს

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

 

5. აცეტილცისტეინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ. 

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ შIGღE+ კონტეინერებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აცეტილცისტეინი ნორმონი

- აქტიური ნივთიერებაა აცეტილცისტეინი, თითოეული დისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.

- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E-463), კროსპოვიდონი, ასპარტამი (E-951), კალციუმის კარბონატი (E-170), ლიმონის არომატი, ფორთოხლის არომატი და მაგნიუმის სტეარატი.

 

აცეტილცისტეინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

აცეტილცისტეინი ნორმონი 600 მგ თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ბრტყელი და წაკვეთილი კიდეებით დისპერგირებადი ტაბლეტებია.

აცეტილცისტეინი ნორმონი მოწოდებულია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 20 ან 30 დისპერგირებად ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა ბაზარზე არ არის წარმოდგენილი.

 

გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

სად შევიძინოთ?