Plasmon
აციკი / Acic

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Salutas Pharma GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 5% კრემი 2გ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რა არის კრემი აციკი და რისთვის გამოიყენება იგი

კრემი აციკი - არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერება აციკლოვირს და მიეკუთვნება ანტივირუსულად წოდებულ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს. ის გამოიყენება ჰერპესის ვირუსით გამოწვეული კანის ინფექციის გარეგანი მკურნალობისთვის.

გამოიყენება ტკივილის და ქავილის შესამსუბუქებლად მორეციდივე ჰერპესის დროს გენიტალიების და ტუჩების არეში. 

რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატი აციკის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ თქვენ:

- აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

კრემის დატანამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:

- თუ თქვენ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, (მაგალითად, აივ-ინფექციის დროს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ). ამ შემთხვევებში კანის ინფექცია თქვენთვის შეიძლება უფრო სერიოზული დაავადება იყოს, ვიდრე სხვა პირებისთვის.

არ შეიძლება კრემის დატანა პირის ღრუს, თვალების ან საშოს ლორწოვან გარსზე.

 თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოთ ნათქვამი გეხებათ თქვენ, კრემის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აციკი და სხვა სამკურნალო საშუალებები

თუ თქვენ ღებულობთ (იყენებთ), წარსულში ღებულობდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღნიშნულა. 

ურთიერთქმედება საჭმელთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

პრეპარატზე საჭმელისა და სასმელის მოქმედების მონაცემები არ არის. 

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია (ფერტილურობა)

ნებისმიერი სახის წამლის გამოყენების წინ მიიღეთ რჩევა ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულებას ან ძუძუთი კვებავთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის ინფორმაცია არ არის. შემადგენლობაში შემავალმა ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები კანის მხრიდან (მაგ., კონტაქტური დერმატიტი), ხოლო შემადგენლობაში შემავალმა პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

როგორ გამოვიყენოთ კრემი აციკი

პრეპარატი გამოიყენეთ ექიმის ინსტრუქციის თანხამად. თუ თქვენ გაქვთ კითხვები, მიიღეთ რჩევა ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი

აციკის დატანა ხდება ბამბიანი ჩხირით, რომლითაც ხდება კრემის აღება იმ რაოდენობით, რომელიც შეესაბამება კანის ინფიცირებული ადგილის ზომას. ამასთან აუცილებელია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ კრემის დატანა მოხდეს არა მარტო ჰერპესის ხილულ ნიშნებიან ადგილებზე (ბუშტუკები, შესიება, გაწითლება), არამედ მასთან მიმდებარე არეზეც.

თუ კრემის დატანა ხდება ხელით, კანის დაზიანებული ადგილის განმეორებით ინფიცირების (მაგ., ბაქტერიებით) ან ლორწოვანი გარსის და კანის ჯანმრთელ ადგილებზე ვირუსების გადატანის თავიდან ასაცილებლად, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები კრემის დატანის წინ და დატანის შემდეგ.

კრემი ყველაზე უფრო ეფექტურია, თუ მის გამოყენებას დავიწყებთ ჰერპესული ინფექციის უკვე პირველი ნიშნების (წვა, ქავილი) დროს; რეკომენდებულია რაც შეიძლება ადრე დაიწყოს კრემის გამოყენება.

დაიტანეთ კრემი კანის დაზიანებულ და მომიჯნავე უბნებზე თხელი ფენით, ყოველ 3-4 საათში (არაუმეტეს 5-ჯერ დღეში). გამოყენების ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 5 დღეს.

თუ 5 დღის შემდეგ გამონაყარი ქერქით არ დაიფარება, გააგრძელეთ კრემის დატანა, მაგრამ ამასთან მხედველობაში იქონიეთ, რომ კრემის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

თუ 10 დღის განმავლობაში გამონაყარის შეხორცება არ მოხდა, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. კრემის აციკი გარეგანად გამოყენება მას შემდეგ, რაც გამონაყარი დაიფარა ქერქით, არაეფექტურია.

თუ თქვენ დაიტანეთ კრემი აციკი უფრო მეტი, ვიდრე საჭიროა ჭარბი დოზირების შემთხვევები აღნიშნული არ ყოფილა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ აციკის გამოყენება

გამოიყენების გამოტოვების შემთხვევაში დაიტანეთ კრემი რაც შეიძლება სწრაფად და გააგრძელეთ დატანა ჩვეულებრივი სქემის მიხედვით. არ დაიტანოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ისევე, როგორც ყველა წამალს, აციკს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ის ყველას არ უვითარდება. არასასურველი რეაქციების სიხშირის განსაზღვრისთვის გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია.

არახშირი (უვლინდება 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): დროებითი წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება კრემის დატანის შემდეგ, სიმშრალე, აქერცვლა ან ქავილი.

იშვიათი (უვლინდება 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): ერითემა, კონტაქტური დერმატიტი კრემის დატანის შემდეგ. მგრძნობელობაზე კვლევებმა აჩვენეს, რომ ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად ჩნდებოდა კრემის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე და არა აციკლოვირზე.

ძალიან იშვიათი (უვლინდება 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): დაუყოვნებელი  ტიპის  ზემგრძნობელობის  რეაქციები ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე შეეხება არასასურველ რეაქციებს, რომელებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართ ფურცელში.

არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ შეტყობინებების ეროვნულ სისტემას, წამლების და სამედიცინო ნაწარმის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.amed.md ან e-mail: [email protected].

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ წამლის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისინობის ვადის ამოწურვის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ წამალი წყალსადენში ან ნაგავთან ერთად; აფთიაქში იკითხეთ იმ წამლების უტილიზაციის შესახებ, რომლებიც თქვენ აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი. კრემის 1 გრამი შეიცავს 50 მგ აციკლოვირს.

დამხმარე ნივთიერებები: სტეაროილის მაკროგოლგლიცერიდი, დიმეტიკონი 350, ცეტილის სპირტი, თეთრი პარაფინი (რბილი), თხევადი პარაფინი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი კრემი, ჰომოგენური  და ერთგვაროვანი, კოშტების, უცხო ნაწილაკების ან ფაზების განშრევების ნიშნების გარეშე.

თითო ალუმინის ტუბი 2 გ კრემით, ჩანართი ფურცლით მუყაოს შეფუთვაში. 

სად შევიძინოთ?