Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციის მკურნალობა. როგორც პირველადი, ასევე მორეციდივე ინფექციის მკურნალობა, აგრეთვე ინფექციების გამწვავების პროფილაქტიკა. გამოიყენება როგორც ნორმალური იმუნური სტატუსის, ასევე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.
Varicella zoster – ით გამოწვეული იფექციები (ჩუტყვავილა და Herpes zoster).
აციკლოვირი ეფექტურია, თუ იგი მიიღება ინფექციის დაწყებისას
Herpes simplex ინფექციები:
• მოზრდილებსა და 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 200 მგ დღეში ოთხ საათიანი ინტერვალით, გარდა ღამის პერიოდისა, 5-10 დღე.
2 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში: მოზრდილთა დოზა ნახევრდება.
• სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში 400 მგ დღეში ხუთჯერ, ჩვეულებრივ 5 დღე.
• რეციდივების პრევენცია: 200 მგ დღეში ოთხჯერ ან 400 მგ დღეში ორჯერ. დოზები შესაძლებელია შემცირდეს 200 მგ-მდე დღეში ორჯერ ან სამჯერ. მკურნალობა უნდა შეწყდეს ყოველ 6-12 თვეში.
• პროფილაქტიკა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში:
მოზრდილებში და 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 200-400 მგ დღეში ოთხჯერ.
2 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში: მოზრდილთა დოზა ნახევრდება.
Varicella zoster – ით გამოწვეული იფექციები
მოზრდილებში: 800 მგ დღეში ხუთჯერ ოთხ საათიანი ინტერვალით, გარდა ღამის პერიოდისა, 7-10 დღე;
ბავშვებში 20 მგ/კგ სხეულის წონაზე (მაქსიმუმ 800 მგ) დღეში ოთხჯერ 5 დღე.
აციკლოვირის დისპერსიული ტაბლეტები უნდა გაიხსნას ერთ ჩაის კოვზ (5 მლ) გადადურებულ და გაგრილებულ წყალში.
ცალკეულ შემთხვევებში გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში. დაღლილობა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ჰალუცინაციები. იშვიათად ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების მომატება, ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები. დერმატოლოგიური რეაქციები (კანზე გამონაყარი, რომელიც გაივლის როგორც კი შეწყდება პრეპარატის მიღება).
მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირია ან ვალაციკლოვირის მიმართ.
აციკლოვირი გადის პლანცეტას და ხვდება დედი რძეში, შესაბამისად დიდი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. (თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის, აღემატება ნაყოფზე ან ჩვილზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს)
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ თირკმლის უკმარისობა. თირკმლის უკმარისობის რისკი იზრდება სხვა ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.
მკურნალობისას შენარჩუნებული უნდა იყოს ადექვატური ჰიდრატაცია (განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას).
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.