ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

აკნეს გელი / Acknes Gel

Acknes Gel

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 25მლ გელი
მწარმოებელი: ESI (იტალია)

აქტიური ნივთიერებები:

ანალგინი (ბიოპოლუსი)

აღწერა

ეფექტურად გამოიყენება აკნეს, პრობლემური და ცხიმიანი კანის დროს.

 

შემადგენლობა:
ჩაის ხის ზეთი
აზელაინის მჟავა
ალოეს ფოთლის წვენი
თუთია
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი)
ვიტამინი E
ვიტამინი F (ლინოლის მჟავა) მიღებული ასკილის, სიმინდისა და მზესუმზირის თესლის ზეთიდან
როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი

 

აქტიური კომპონენტების მოქმედება:
ალოე ვერა – აქვს ბაქტერიოსტატული, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და ანტიოქსიდანტური აქტივობა. ამშვიდებს კანს, ხსნის ანთებას და აჩქარებს დაზიანებული უბნების შეხორცებას.
ჩაის ხის ზეთი – ბუნებრივი ანტისეპტიკი, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიფუნგალური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
თუთია – ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ახდენს ანტისეპტიკურ ეფექტს, ხსნის კანის გაღიზიანებას, ზრდის ელასტიურობას და აჩქარებს რეგენერაციას.
აზელაინის მჟავა – ანტიბაქტერიული (Propionibacterium acnes, Staphylococcus epidermidis), კერატოლიზური, კომედოლიზური და ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე კომპონენტი. ამცირებს პოსტანთებით ჰიპერპიგმენტაციას.
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) – ხელს უწყობს შეხორცების პროცესს, კოლაგენის სინთეზს და კანის სტრუქტურის აღდგენას.
ვიტამინი E – მძლავრი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აქტიურად მონაწილეობს კანის რეგენერაციაში.
ვიტამინი F (ლინოლის მჟავა) – ძლიერ ანტიოქსიდანტურ და რეგენერაციულ მოქმედებას ახდენს, აუმჯობესებს კანის ტროფიკას, უჯრედულ ფუნქციას და ელასტიურობას. კანს ანიჭებს ჯანმრთელ იერსახეს.

 

გამოყენების წესი:
მცირე რაოდენობით გელი დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე 1–2-ჯერ დღეში.

 

არ შეიცავს: კონსერვანტებს, საღებავებს, პარფიუმერს, სილიკონსა და პარაბენს.
გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტირება იტალიაში.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

 

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

პრაიმ ლაინ ჯორჯია

პრაიმ ლაინ ჯორჯია

ქ. თბილისი ოთარ ლორთქიფანიძის 34ა.
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი