Plasmon
ადაპტოლი / ADAPTOL


ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: 2,4,6,8-ტეტრამეთილ-2,4,6,8-ტეტრააზაბიციკლო(3,3,0)ოქტანდიონი-3,7;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით;

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

2,4,6,8-ტეტრამეთილ-2,4,6,8-ტეტრააზაბიციკლო(3,3,0)ოქტანდიონი-3,7 – 300 მგ ან 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.

 

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები, 300 მგ ან 500 მგ.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანქსიოლიზური საშუალება (ტრანქვილიზატორი). ათქ-კოდი: N05B.       

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადაპტოლი წარმოადგენს ანქსიოლიზურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს ლიმბო-რეტიკულურ კომპლექსში შემავალი სტრუქტურების აქტივობაზე, კერძოდ, ჰიპოთალამუსის ემოციოგენურ ზონებზე. იგი ახდენს ნეირომედიატორული (გამა-ამინოერბომჟავა, ქოლინ-, სეროტონინ- და ადრენერგული) სისტემების ბალანსირებას, ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ინტეგრაციას, მათ შორის ფსიქიკური ფუნქციების, ასევე ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. პრეპარატი ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. ადაპტოლი დამამშვიდებელი მოქმედება არ იწვევს მიორელაქსაციასა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში (“დღის ტრანქვილიზატორი”), რადგან მას არ ახასიათებს გონებრივი ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. პრეპარატს არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა იგი აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას და არეგულირებს ძილს მისი დარღვევის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნება ეიფორიის ან ამაღლებული განწყობილების ჩამოყალიბება. ადაპტოლი ხსნის ან ამსუბუქებს ნიკოტინით გამოწვეულ აბსტინენციას.

დამამშვიდებელი მოქმედების გარდა პრეპარატი ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატის აქტიური მოქმედი ნივთიერება ზრდის აზროვნების სისწრაფესა და ლოგიკურობას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, გონებრივი შრომისუნარიანობის მატებას. ამავე დროს იგი არ ასტიმულირებს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიმპტომატიკას (ბოდვა, პათოლოგიური ემოციური აქტივობა).

პრეპარატი აუმჯობესებს ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანქვილიზატორების ამტანობას.

ადაპტოლ გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ამიტომ სხვადასხვა გენეზის ოქსიდანტური სტრესის დროს იგი მოქმედებს როგორც მემბრანომასტაბილიზებელი, ადაპტოგენური და ცერებროპროტექტორული საშუალება.

     

ფარმაკოკინეტიკა:

ადაპტოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-. მიღებული დოზის 40% უკავშირდება ერითროციტებს. დანარჩენი ნაწილი პლაზმაში იმყოფება თავისუფალი სახით, რის გამოც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეუფერხებლად ვრცელდება ორგანიზმში და თავისუფლად გადის უჯრედულ მემბრანებს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წთ-ის შემდეგ და მისი მაღალი დონის შენარჩუნება ხდება 3-4 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ იგი თანდათანობით მცირდება. მიღებული დოზის 55-70% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენიფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით დღე-ღამის განმავლობაში.

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში არ მეტაბოლიზდება და არ გროვდება.

 

ჩვენება:

  • ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
  • ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით;
  • სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან), განპირობებული ისეთი დაავადებებით, როგორიცაა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ქრონიკული გასტრიტი, ქოლეცისტიტი, მწვავე ენტეროკოლიტი, გულის ნევროზი, ტონზილოგენური დისტონია, კლიმაქტერული კარდიომიოპათია, ჰიპერტონია;
  • ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

 

მიღების წესი და დოზირება:

ადაპტოლი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 -, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 -. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-1000 მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლი მიმართ არ ვითარდება.

პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.

პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე. აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ხანდაზმულ და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზები შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.   

 

გვერდითი მოვლენები:

ადაპტოლი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენ, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

  

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

შესაძლებელია ადაპტოლი გამოყენება სხვა ტრანქვილიზატორებთან (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან.

 

ჭარბი დოზირება:

ადაპტოლი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სისუსტე, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა. მკურნალობა: ტარდება დეზინტოქსიკაციური (.. კუჭის ამორეცხვა) და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.  

 

ორსულობა და ლაქტაცია:

სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.  

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და სისუსტე, რაც ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

ვარგისობის ვადა:

4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. 

სად შევიძინოთ?