Plasmon
ადპორტი 0.5მგ / ADPORT 0.5mg

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): tacrolimus
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგიაიმუნოდეპრესიული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Sandoz Private Limited
  • მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
  • გამოშვების ფორმა: 0.5მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №50
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

რა მედიკამენტია ადპორტი და რისთვის გამოიყენება ის.
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია, გამოგიწეროთ აღნიშნული პრეპარატი სხვა დანიშნულებისთვის და/ან განსხვავებული დოზა, ვიდრე ეს მოცემულია აღნიშნული პრეპარატის ინსტრუქციაში. ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას და მიიღეთ შესაბამისი დოზები.
ადპორტი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ჰქვია იმუნოსუპრესანტი.
მას შემდეგ, რაც ადამიანის ორგანიზმში განახორცილებენ რომელიმე ორგანოს ტრანსპლანტაციას და მოათავსებენ ტრანსპლანტს (მაგალითად, ღვიძლი, თირკმელი, ან გული), ორგანიზმის იმმუნური სისტემა შესაძლებელია ვერ შეეგუოს ახალ ორგანოს (იმპლანტს). Aადპორტი  გამოიყენება იმმუნური სისტემით გამოწვეული რეაქციების გასაკონტროლებლად და ხელს უწყობს ორგანიზმს, რომ შეეგუოს ტრანსპლანტს. ადპორტი ხშირად გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინირებულად, რომელიც ასევე აფერხებს იმმუნო სისტემის მუშაობას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ადპორტის გამოყენება, თუკი არ მოხდა გადანერგილი ღვიძლის, თირკმელის, გულის, ან სხვა ორგანოს შეგუება ორგანიზმთან, ან თუკი მანამდე ჩაგიტარებიათ მკურნალობა და არ გქონიათ არანაირი შედეგი  ორგანიზმში იმუნნურ რეაქციებთან დაკავშირებით ტრანსპლანტაციის ჩატარების შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ ადპორტის გამოყენების წინ
თუკი ხართ ალერგიული, ძალიან მგრძნობიარე (ჰიპერსენსიტიური) ტაკროლიმუსის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე შემადგენლობის მიმართ, ჩამონათვალი გააკეთეთ მე-6-ე პუნქტში.
ასევე, თუკი ხართ ალერგიული იმ ანტიბიოტიკების ჯგუფის მიმართ, რომელიც ეკუთვნის მაკროლიდის ანტიბიოტიკებს (მაგალითად, ერიტრომიცინი, კარიტრომიცინი, იოსამიცინი).

რჩევა და გაფრთხილება
სანამ დაიწყებდეთ ადპორტის გამოყენებას, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს კონსულტაციის მიზნით.
-თუკი გექნებათ ფაღარათი, რომელიც გაგიგრძელდებათ ერთ დღეზე მეტ ხანს მაინც, საჭიროა მიიღოთ ადპორტის სათანადო რაოდენობის დოზა. 
-თუკი შეგაწუხებთ ღვიძლის პრობლემა, ან გქონიათ ისეთი დაავადება, რომელმაც გამოიწვია ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა გამოიყენოთ სათანადო ადპორტის დოზა.
-შეეცადეთ, რომ მოერიდოთ მზის სხივებს, ან UV- სხივს (ულტრაიისფერი სხივები) და ჩაიცვით სპეციალური დამცავი ტანსაცმელი და წაისვით მზის ულტრაიისფერი  სხივებისგნ დამცავი ტანის ლოსიონი, რომელიც უძლებს  ძალიან დიდ მზის გამოსხივებას. Eეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ  იმისათვის, რომ იმუნო-იგიბიტორებმა (შემაკავებლები)  შესაძლებელია გაზარდონ ავთვისებიანი კანის კიბოს შესაძლო რისკი.
-მიიღეთ ადპორტი ყოველ დღე, სანამ გჭირდებათ იმმუნო დეპრესიის გამოწვევა იმისათვის, რომ ტრანსლპლანტირებული ორგანო შეეგუოს თქვენს ორგანიზმს. შეეცადეთ, მუდმივი კონტაქტი  გქონდეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
-სანამ იღებთ მედიკამენტს ადპორტის სახით, თქვენი მკურნალი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს თქვენთვის გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობას, ეს იქნება ძირითადად, სისხლის, შარდის, გულის ფუნქციის, ნერვებისა და თვალის გამოკვლევები. ეს  ბუნებრივია, რადგანაც აღნიშნული გამოკვლევები დაეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს თქვენთვის ადპორტის დოზის სწორად განსაზღვრაში.
-თუ თქვენ დაგჭირდებათ ვაქცინაციის ჩატარება, თუ შეიძლება, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს კონსულტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად გირჩევთ, თუ რა იქნება თქვენთვის უკეთესი და როგორ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში.
-შეეცადეთ, არ მიიღოთ ბუნებრივი, მცენარეული საშუალებები, მაგალითად იოჰანესურტი (ჰიპერიკუმ პეროფორატუმი), ან სხვა ბუნებრივი პრეპარატები,  რადგანაც შესაძლოა მათ  ზეგავლენა მოახდინონ თქვენს ქმედუნარიანობაზე და ადპორტის შესაბამის დოზაზე. თუ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ რაღაცაში, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, პირველ რიგში, სანამ დაიწყებდეთ ნებიმისერი ბუნებრივი პრეპარატის გამოყენებას.

სხვა მედიკამენტები და ადპორტი
-მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუკი თქვენ იღებთ, ან მიგიღიათ უკვე უახლოეს წარსულში, ან გეგმავთ, რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს ეხება ასევე ისეთ მედიკამანტებს, რომლებიც არ არის დანიშნული მკურნალი ექიმის მიერ, ან ბუნებრივ საშუალებებს (მცენარეულ მედიკამენტები).

არ შეიძლება ადპორტის მიღება ციკლოსპორინთან ერთად.
სხვა მედიკამენტებმა შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ადპორტის კონცენტრაციაზე სისხლში.Aამიტომ, შესაძლებელია ადპორტის დოზის გაზრდა, ან შემცირება. 

გაფრთხილება შემდეგ მედიკამენტებზე:
-ფუნგიციდები და ანტიბიოტიკები, რომელსაც განსაკუთრებით ეძახიან მაკროლიდის ანტიბიოტიკებს,  ასეთებია კერძოდ, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, ერიტრომიცინი, კლარიტრომიცინი, იოსამიცინი და რიფამპიცინი.
HIV- პროტეაზები, ინჰიბიტორები, როგორებიცა არიან მაგალითად, რიტონავირი.
ომეპრაზოლი, ან ლანსოპრაზოლი, რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულის მოსარჩენად.
-ჰორმონის თერაპია ეთინიროსტრადიოლით (მაგალითად, პ-აბები), ან დანაზოლი.
მედიკამენტები, რომლებიც  გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის, ან გულის პრობლემების სამკურნალოდ. მაგალითად, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, დილტიაზემი, და ვერაპამილი.
მედიკამენტები, რასაც ეძახიან “სტატინერებს”, რომლებიც გამოყენება მომატებული ქოლესტერინის დონისა და ცხიმიანობის სამკურნალოდ (ტრიგლიცირიდები).
-ფენიტოინი, ან ფენობარბიტალი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ.
-კორტიკოსტეროიდების პრედნიზოლონი და მეტილპრედნიზოლონი.
-ნეფაზოდონი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ; იოჰანესურტი (ჰიპერიკუმ პერფორატუმი);
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუკი დააპირებთ იბუფენის, ამფოტერიცინის B მიღებას, ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ვირუსების ასაცილებლად (მაგალითად, აციკლოვირი). თუ მას მიიღებთ ადპორტან ერთად, ეს ნივთიერება ცუდად იმოქმედებს თირკმელზე, ან ნერვიულ სისტემაზე. 
თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუკი დაგეგმილი გაქვთ ადპორტისა და კალიუმის დანამატების მიღებას ერთდროულად, ან კალიუმის აგენტი-შემცვლელი ნივთიერება (მაგალითად, ამილორიდი, ტრიამტერენი, ან სპირონოლაქტონი) არასტეროიდული ანთების საწინააღმეგო აგენტები-შემცვლელი ნივტიერებები, რომლებსაც ჰქვია NNშAID, მაგალითად იბუფროფენი), სისხლის გამათხელებლები, ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

მიიღეთ ადპორტი საკვებთან და სასმელებთან ერთად
თუ შეიძლება, მიიღეთ ადპორტი ცარიელ კუჭზე ერთი საათით ადრე, ან  ჭამიდან ორი, სამი საათის შემდეგ.
მოერიდეთ გრეიფრუტის ჭამას, ან გრეიფრუტის წვენის დალევას ადპორტან ერთად. 

ორსულობა და ლაქტაცია
-თუ თქვენ უკვე ორსულად ხართ, ან გეგმავთ შესაძლო ორსულობას, აუცილებად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, სანამ მიიღებთ აღნიშნულ მედიკამენტებს.
-ადპორტი აღწევს რძეში. ნუ მიიღებთ ადპორტს ლაქტაციის დროს.

მგაზვრობა
იმ შემთხვევაში, თუ იქნებით უსაფრთხო სიტუაციაში, მაშინ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, ან შეასრულოთ რთული სამუშაო. მედიკამენტებმა შესაძლებელია, გავლენა მოახდინონ თქვენზე რთული სამუშაოს შესრულების, ან მანქანის მართვის დროს. წაიკითხეთ პრეპარატის ინტრუქცია ყურადრებით. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
არასოდეს მართოთ მანქანა, თუკი გრძნობთ თავბრუსხვევას, ან თუ გეძინებათ ადპორტის მიღების დროს. ეს რეაქციები ძირითადად დამახასიათებელია მაშინ, როდესაც ადპორტს მიიღებთ ალკოჰოლთან ერთად. 

ადპორტი შეიცავს ლაქტოზას.
თუკი თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რომ თქვენ მიდრეკილი ხართ შაქრიან დიაბეტისადმი, ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, სანამ გადაწყვეტთ აღნიშნული მედიკამენტის მიღებას.

როგორ გამოვიყენოთ ადპორტი
ზუსტად ისე  გამოიყენეთ  აღნიშნული მედიკამენტი, როგორც ეს გირჩიათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა, ან ფარმაცევტმა. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული აღნიშნული მედიკამენტის მიღების დოზებში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტის დოზა არის შემდეგი:
დარწმუნდით, რომ თქვენ  იღებთ იგივე ტიპის ტაკროლიმუს-მედიკამენტს ყოველთვის, როგორც ეს გამოგიწერილია თქვენს ქვითარში, სანამ  მკურნალი ექიმი არ გირჩევთ ხელხალა დამატებითი დოზის მიღებას.
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ. თუკი მედიკამენტის ყუთი და ასევე  ინსტრუქციაში მედიკამენტის დოზა შეცვლილია, თუ შეიძლება, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, რაც შეიძლება სწრაფად. დარწმუნდით, რომ ეს მედიკამენტი სწორად გაქვთ შეძენილი.
ტრანსპლანტირებული ორგანოს ორგანიზმთან შეუგუებლობის თავიდან აცილების მიზნით, მიიღეთ მედიკამენტის ის დოზა, რაც განსაზღვრულია თქვენი ექიმის მიერ და დამოკიდებულია თქვენი სხეულის წონის შესაბამისობაზე. ყოველდღიური საწყისი დოზა ტრანსპლანტაციის შემდეგ დაახლოებით იქნება შემდეგი: 0,075-0,30 მგ. შუალედში ერთ კგ სხეულის წონაზე. Eეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოს ტრანსპლანიცია მოხდა ორგანიზმში.
მედიკამენტის დოზა დამოკიდებულია ასევე თქვენს ზოგად მდგომარეობაზე და იმაზე, თუ კიდევ რომელ იმმუნოსუპრესანტს იღებთ. თქვენი მკურნალი ექიმი ვალდებულია, ჩაგიტაროთ მუდმივი სისხლის ანალიზები მედიკამენტის დოზის სწორად განსაზღვრის მიზნით და ზოგჯერ შეცვალოს მედიკამენტის დოზა თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. თქვენი მკურნალი ექიმი მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა დოზის კაფსულის მიღება არის საჭირო და ასევე, რამდენად ხშირად არის მისი მიღება რეკომენდირებული.

მედიკამენტის მოხმარება
-ადპორტის მიღება საჭიროა დრეში ორჯერ, ადპორტი მიიღეთ ზოგადად ცარიელ კუჭზე, ან ერთი საათით ადრე ჭამამდე, ან 2, 3 საათით გვიან ჭამის შემდეგ.
-გადაყლაპეთ მთლიანი კაფსულა და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.
-აუცილებლად მოერიდეთ გრეიფრუტის ჭამას, ან გრეიფრუტის წვენის დალევას, როდესაც იღებთ ადპორტს.
-დაუყოვნებლივ მიიღეთ მაგარი კაფსულები ფირფიტიდან ამოღების შემდეგ. 

თუკი, თქვენ მიიღებთ დიდი რაოდენობის ადპორტს:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს, ან ინფექციურ განყოფილებას შემდეგ ტელეფონზე: 22 59 13 00, თუკი თქვენ მიიღეთ ზედმეტი დოზა, ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა თქვენი მედიკამენტი.  მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, ან საავადმყოფოს, საავდმყოფოს სასწრაფო განყოფილების დეპარტამენტს, თუ სხვა ადამიანი შემთხვევით გადაყლაპავს თქვენს მედიკამენტს, ან თუკი თქვენ მიიღებთ ერთ დღეზე განსაზღვრულ ზედმეტ მედიკამენტის დოზას.

თუკი, თქვენ დაგავიწყდათ ადპორტის მიღება:
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი მედიკამენტის დოზა წინა დღის დოზის კონპენსაციის მიზნით.  თუკი დაგავიწყდათ ადპორტის კაფსულების მიღება, გამოტოვეთ ის დღე, რომელ დღესაც დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება და მეორე დღეს ჩვეულებრივ გააგრძელეთ იგივე დოზა, რა დოზაც გქონდათ გამოწერილი მანამდე ექიმის მიერ.

ადპორტით მკურნალობის შეწყვეტა
თუკი, თქვენ შეწყვეტთ ადპორტით მკურნალობას, ამან შესაძლებელია, დაბრკოლება შეუქმნას ტრანსპლანტირებულ ორგანოს. არასოდეს არ შეწყვიტოთ აღნიშნული მედიკამენტი თქვენი მკურნალი ექიმის დასტურის გარეშე.
ყოველთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს დამატებითი კითხვებით ამ მედიკამენტის თაობაზე.

შესაძლო უკუჩვენებები
როგორც ყველა მედიკამენტი, აღნიშნულ მედიკამენტსაც შესაძლებელია ჰქონდეს უკუჩვენებები, თუმცა ყველას არ აღენიშნება ეს უკუჩვენება.  ადპორტი ამცირებს ორგანიზში წინაღობვას ტრანსპლანტირებული ორგანოს მიმართ. Oამგვარად, ორგანიზმი ვერ ებრძვის ინფექციებს. 
თუკი, თქვენ მიიღებთ ადპორტს, თქვენს ორგანიზმში შესაძლებელი, აღინიშნოს უფრო მეტი ინფექციები, ვიდრე მანამდე იყო. მაგალითად, ისეთები, როგორიც არის კანის, პირის, კუჭ-ნაწლავის, ფილტვების და შარდის ბუშტის ინფექციები.
არსებობს სამედიცინო მოხსენებები უკუჩვენებებთან დაკავშირებით, სადაც აღწერილია ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები. კეთილთვისებიან და ავთვისებიანი სიმსივნეებზეა საუბარი აღნიშნულ მოხსენებებში, როდესაც ტაკროლიმუსით მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია, ადამიანს გაუჩნდეს ისინი იმმუნო-სისტემის შეჩერების გამო.

სერიოზულად საშიში და არასასურველი შედეგები
თუკი, თქვენ აღგენიშნებათ შემდეგი უკუჩვენებები, აუცილებლათ მიმართეთ თვენს მკურნალ ექიმს, ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს:
-ინფექციის ნიშნები (მაგალითად, სიცხე, ყელის ტკივილი), აუხსნელი სილურჯე და/ან სისხლდენა.
- ჰიპერსენსიტიური (ძალიან მგრძნობიარე) რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება)-თუკი, თქვენ შეამჩნიეთ, რომ შეგიშუპდათ ქუთუთოები, სახე, ტუჩები, ან ენა, გაწუხებთ ფხანვა და გაქვთ სუნთქვის, ან ყლაპვის პრობლემები, ან აღგენიშნებათ საშინელი თავბრუსხვევა.
ზოგადად სერიოზული უკუჩვენებები (შესაძლებელია, აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტს): 
-აუხსნელი სილურჯე, ან სისხლდენა, რაც არის სისხლიანი პირღებინება, ან სისხლი განავალში.
-კონვულსია (კრუნჩხვები)
-კანის სიყვითლე, ან თვალების შეთეთრება, უჩვეულო-საეჭვო დაღლილობა, ან სიცხე, მუქი ფერის შარდი (ღვიძლის პრობლემები-ანთება).
ნაკლებად სერიოზული უკუჩვენებები (შესაძლებელია აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1 პაციენტს): 
- კომა, გულის შეტევა, პარალიჩი
-არარეგულარული გულისცემა, ან ზოგჯერ გულის მუშაობის შეჩერება
-შოკი.

იშვიათად სერიზული შემთხვევები შესაძლებელია აღენიშნოს  (1000 პაციენტიდან 1 პაციენტს):
-შებოჭილობის გრძნობა გულ-მკერდის არეში
-მძიმე სუნთქვა
-სერიოზული ავადმყოფობა, როცა ავადმყოფს აღენიშნება კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების შეშუპება.
ძალიან იშვიათად სერიოზული შემთხვევები აღენიშნება (10 000 პაციენტიდან 1 პაციენტს);
-მტკინვეული შარდვა (სისხლიანი შარდი)
-მწვავე დაავადება- პირის, კანის და ტუჩების არეში.
ყველა ეს არის სერიოზული უკუჩვენება.
შესაძლებელია, დაუყოვნებლივ მიიღოთ სამედიცინო დახმარება.

სხვა შესაძლო უკუჩვენება.
ზოგადი უკუჩვენება შესაძლებელია აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტს:
-გაზრდილი სისხლის წნევა
-კანკალი, თავის ტკივილი, ძილის პრობლემები
-ფაღარათი, გულისრევა
-თირკმელების პრობლემა
-გაზრდილი შაქარი სისხლში, დიაბეტი, კალიუმის გაზრდილი რაოდენობა სისხლში.

ზოგადი გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტს.
-შემცირებული სისხლის უჯრედების რაოდენობა (თრომბოციტები, წითელი, ან თეთრი სისხლის უჯრედები); ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა, წითელი უჯრედების რაოდენობრივი ცვლილება. გულსისხლძარღვებში სისხლის ნაკადის შემცირება. ზედმეტად სწრაფი გულისცემა, სისხლდენა, სისხლძარღვთა ნაწილობრივი, ან მთლიანი დაბლოკვა, შემცირებული სისხლის წნევა.
-ცნობიერების დაკარგვა, წიწკვნა და  ხელებისა და ფეხების დაბუჟება (ზოგჯერ მტკივნეული). თავბრუსხვევა, წერის დაქვეითებული უნარი, ნერვიუსლი სისტემის აშლილობები, შიშის სიმპტომები, დაბნეულობა და ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, ხასიათის ცვალებადობა, კოშმარები, ჰალუცინაციები, გონებრივი აშლილობები.
-ბუნდოვანი ხედვა, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლისადმი, თვალის დაავადება.
-შიშინი
-მძიმე სუნთქვა, ცვლილებები ფილტვებში, ფილტვებში სითხის ჩადგომა,  ანთებითი პროცესი ყელში, ხველება, გრიპის მსგავსი სიმპტომები.
-ანთება, ან წყლული იწვევს მუცლის ტკვილს, ან ფაღარათს.
-ანთებითი პროცესები, ან წყლულები პირის ღრუში, მუცელში სითხის ჩადგომა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, შებერილობა, ანთებითი პროცესები პირის ღრუში, კუჭის პრობლემები, ღვიძლის ფერმენტებისა, ან ღვიძლის ფუნქციების ცვლილება. 
-ქავილი, სიმხურვალე, თმის ცვენა, მუწუკები დაყრა (აკნე), გაზრდილი ოფლიანობა.
-შარდის ბუსტის ფუნქციის მოშლა, გაძნელებული, ან მტკივნეული შარდვა.
-ტკვილი სახსრების, ხელების, ფეხების, ან ზურგის არეში, კუნთების სპაზმი.
-მაგნიუმის, ფოსფატის, კალიუმის, ან ნატრიუმის შემცირება სისხლში, ზედმეტი სითხის დაგროვება ორგანიზმში, შარდმჟავის ფაზრდა და ცხიმების დაგროვება (ლიპიდები) სისხლში, დაქვეითებული მადა, გაზრდილი  მჟაობა სისხლში, ასევე, სხვა ცვლილებები მარილის შემცველობაში, რაც უკავშირდება სისხლს.
-საერთო სისუსტე, შარდის შეკავება, ტკივილი და დისკომფორტი, ფოსფატის ტუტე ფერმენტის გაზრდა სისხლში, წონის მომატება,  სხეულის ტეპერატურის ცვალებადობა, რასაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პაციენტი იღებს ამგვარი ტიპის მედიკამენტს, ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ტაკროლიმუსი, აღენშნებათ ისეთი პრობლემები, რომლის შედეგიც არის ლიმფური ქსოვილებისა და კანის კიბო.
-ტრანსპლანტირებული ორგანოს ცუდი ფუნქციონირება.
უჩვეულო (არადამახასიათებელი) უკუჩვენებები შესაძლებელია აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1 პაციენტს:
-ცვლილებები სისხლში, სისხის შედედება, სისხლის უჯრედების რიცხვის შემცირება, გულის მუშაობის შეფერხება, გულის კუნთის მუშაობის მოშლა, გადიდებული გულის კუნთი, გულის ფრიალი, არანორმალურიEEKG, პულსის უფუნქციობა  და გულის ფეთქვა, სისხლის შედედება ხელებისა და ფეხების ვენებში.
- ტვინში სისხლის ჩაქაცევა, პრობლემა ტვინში, ენისა და მეტყველების დარღვევა, მახსოვრობის პრობლემები
-შუქშეუღწევადი თვალის ლინზები (ბადურა)
-გაუარესებული სმენადობა
-მძიმე სუნთქვა, სასუნთქი ტრაქტის მოშლა, ასტმა.
-კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუარესება, მწვავე ტკივილი ზედა მუცლის არეში. ფერმენტების გაზრდა სისხლში, მჭავიანობა, კუჭ-ნაწლავის დაცლის შეფერხება (გაუვალობა).
-შარდის გაძნელება, ტკივილი მენსტრუალური ცილის დროს.
-დერმატიტი, კანის წვა მზის სხივებზე.
- სახსრების ტკივილი.
-დეჰიდრატაცია, შემცირებული პროტეინი, ან შაქარი სისხლში, გაზრდილი მგრძნობელობა სიცხისა და სიცივის მიმართ. სიმძიმის განცდა გულ-მკერდის არეში, დაძაბულობის გრძნობა, გაზრდილი ლაქტატდეჰიდროგენაზის ფერმენტი  სისხლში, წონის დაკარგვა.

იშვიათი უკუჩვენებები შესაძლებელია აღენიშნოს 1, 000 პაციენტიდან 1 პაციენტს. 
-მცირე სისხლდება, რომელიც გამოწვეულია სისხლის შედედებით, სითხის დაგროვება გულის არეში.
-გაზრდილი კუნთების დაჭიმულობა 
-სიბრმავე
-სიყრუე
-გაძნელებული სუნთქვა-უჰაერობა
-ნაწლავების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება, სიმსივნის წარმოქმნა პანკრეასში, სისხლის ნაკადის შემცირება ღვიძლში.
-თმის ზრდა (გათმიანება)
-წყურვილი, დაცემა (ბარბაცი), მობილობის გაუარესება, ტკივილი. 

ძალიან იშვიათი უკუჩვენებები, რომლებიც შესაძლებელია აღენიშნოს 10 000 პაციენტიდან 1 პაციენტს.
-კარგიოგრამის გადაღების შემდეგ ცუდი კარდიოგრამის სურათი-ექოკარგიოგრამა.
-კუნთების სისუტე
-ღვიძლის პრობლემა, ნაღვლის ბუშტის შევიწროება
-ცხიმის გაზრდილი რაოდენობა.

არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებსაც ეწოდებათ წითელი უჯრედების აპლაზია (ძალიან სერიოზულად შემცირდა წითელი სისხლის უჯრედები). აგრანულოციტოზი  (თეთრი სისხლის უჯრედების სერიოზული შემცირება) და ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რომელიც გამოწვეულია პათოლოგიური რღვევებით)
დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არგენიშნათ რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ისეთი უკუეჩვენება, რომელიც შესაძლებელია არ ეწეროს ზემოთ აღნიშნული პრეპარატის ინსტრუქციაში. თვითნებურად არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი თქვენი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

როგორ გამოვიყენოთ ადპორტი
თუ შეიძლება, აღნიშნული პრეპარატი მოარიდეთ ბავშვებს.
არ გამოყენოთ აღნიშნული მედიკამენტი, თუ იგი ვადაგასულია. Pპრეპარატის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია პრეპარატის ყუთზე და/ან მის ინსტრუქციაში, რომელზეც აღნიშნულია მისი ვარგისიანობა თვის ბოლო დღე.
გამოიყენეთ ყველა კაფსულა 12 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გახსნით პრეპარატის ყუთს. შეინახეთ აღნიშნული პრეპარატი 25 გრადუს ცელსიუსის ქვევით, პრეპარატის ყუთის გახსნის შემდეგ.
გადაყლაპეთ კაფსულები დაუყოვნებლივ, როცა მას ამოიღებთ პრეპარატის ფირფიტიდან.
შეინახეთ მედიკამენტი 30 გრადუს ცელსიუსის ქვევით.  Aაუცილებლად ჩასდეთ იგი თავისივე ყუთში, რათა დაცული იყოს სინესტისგან და სისველისგან. მედიკამენტების შენახვა არაფრით არ შეიძლება ნაგავთან, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ახლოს. ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გადააგდოთ აღნიშნული პრეპარატი. Eშემდეგნაირად გათვალისწინებული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

პრეპარატის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ადპორტის შემადგენლობა შეიცავს 0,5 მგ.
ნივთიერება არის ტაკროლიმუსი. თითოეული კაფსულა შეადგენს 0,5 მგ-ს. 1 მგ, ან 5 მგ. ტაკროლიმუსი. (როგორც მონოჰიდრატი)
-სხვა შემადგენლობა არის შემდეგი: 
-შიგთავსი კაფსულაში
-ლაკტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკამელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
-კაფსულის გარეკანის შემადგენლობა:
ადპორტი: 0,5 მგ. ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილსულფატი, სორბიტანლაურეატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).
ადპორტი: 1 მგ. ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილსულფატი, სორბიტანლაურეატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172), წითელი რკინის ოქსიდი (E172)  და შავი რკინის ოქსიდი (E 172).
ადპორტი: 5 მგ. ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილსულფატი, სორბიტანლაურეატი, წითელი რკინის ოქსიდი (E172).
როგორ გამოიყურება ადპორტი და აღნიშნული პრეპარატის ყუთი.
ადპორტი  0, 5 მგ წარმოადგენს მაგარ კაფსულას თეთრი გაუმჭვირვალე და სპილოსძვლისფერი გარეკანით. აღნიშნულ კაფსულაში არის თეთრი დაფქვილი ფხვნილი.
ადპორტი  1. მგ წარმოადგენს მაგარ კაფსულას თეთრი გაუმჭვირვალე და ღია ყავისფერი გარეკანით. აღნიშნულ კაფსულაში არის თეთრი დაფქვილი ფხვნილი.
ადპორტი  0, 5 მგ წარმოადგენს მაგარ კაფსულას თეთრი გაუმჭვირვალე და სტაფილოსფერი გარეკანით. აღნიშნულ კაფსულაში არის თეთრი დაფქვილი ფხვნილი.
ადპორტი ჩადებულია ალუმინის PPVჩ, PE, Pვდჩ-ის მომრგვალო ზომის  ფირფიტებში თავსახურტთან ერთად,  რომელიც იცავს პრეპარატს დანესტიანებისაგან. თავსახურის გადაყლაპვა სასტიკად აკრძალულია.

ადპორტი
ფუთა 7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 60, 90 და 100 მაგარი კაფსულები (აბები). ყველა ზომის ფუთები იქნება ხელმისაწვდომი გასაყიდად ბაზარზე.

სად შევიძინოთ?