შემადგენლობა
სპირტის და წყლის ნარევი
ეთანოლი (ეთილის სპირტი) მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნარკოტიკულ ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთილის სპირტი იწვევს მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აღგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესების შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.
სამედიცინო პრაქტიკაში ეთანოლი (ეთილის სპირტი) ძირითადად გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, კომპრესებისათვის და სხვა.
კანში შესაზელად, კომპრესებისათვის. სხვადასხვა განზავებებით ეთანოლი (ეთილის სპირტი) გამოიყენება ნაყენებისა და ექსტრაქტების მოსამზადებლად.
შიგნით მიღებისას პრეპარატი იწვევს თავის ტვინის ქერქის აღგზნების დაქვეითებას, მოგრძო ტვინის და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას (დიდ დოზებში). მოწამლვისას რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა.
არ გამოიყენება კანის მწვავე ანთებების დროს. არ არის რეკომენდირებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში შიგნით მიღება.
შიგნით დიდი დოზით მიღებისას იწვევს ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების რღვევას. დაუშვებელია შიგნით მიღება ავტომობილების მძღოლების და დაზგა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალის მიერ, ასევე ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილე: ეთანოლის გამოყენება დაუშვებელია ღია ცეცხლთან ახლოს. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს წვას და ძლიერ გაღიზიანებას.
შიგნით მიღებისას თრგუნავს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამაღლებს ორგანიზმის მგრძნობელობას ტრანკვილიზატორებთან. პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად იწვევს კომის განვითარებას. საძილე პრეპარატებთან ერთად იწვევს სუნთქვის ძლიერ დაქვეითებას.
შენახვის პირობები: გრილ ადგილას, ცეცხლისგან მოშორებით, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი