Plasmon
აკლიფი / AKLIEF


შემადგენლობა:
ტრიფაროტენი

მოქმედი ნივთიერება:

ერთი გრამი კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ ტრიფაროტენს.

 

დამხმარე ნივთიერებები

ალანტოინი, სიმულგელ 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილ

დიმეთილტაურტის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი),

ციკლომეტიკონი, ეთანოლი, ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520), ტრიგლიცერიდებიგასუფთავებული წყალი

გამოშვების ფორმა:
მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი,  30გრ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

აკნეს სამკურნალო ტოპიკური რეტინოიდები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აკლიფის კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ (მკგ/გ) (w/w) ტრიფაროტენს, რომელიც არის ქიმიურად სტაბილური, ტერფენილ მჟავას წარმოებული და ახასიათებს რეტინოიდების მსგავსი აქტივობა. იგი არის ძლიერი RARγ აგონისტი (რეტინოიდული მჟავების რეცეპტორის γ აგონისტი), რომელიც ხასიათდება მისი მაღალი სპეციფიკურობით ამ რეცეპტორის მიმართ RARα-თან და RARβ-თან შედარებით (50-ჯერ და 8-ჯერ, შესაბამისად, რეტინოიდ X რეცეპტორის (RXR) აქტივობის გარეშე).

გარდა ამისა, ტრიფაროტენი მოდულირებას უკეთებს რეტინოიდის სამიზნე გენებს (დიფერენციაცია და ანთებითი პროცესები) იმორტალიზებულ კერატინოციტებში და აღადგენს ეპიდერმისს.

 

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ტრიფაროტნმა Rhino-mouse (რინო-თაგვის) მოდელში აჩვენა შესამჩნევი კომედოლიური აქტივობა კომედონების რაოდენობის შემცირებით და ეპიდერმისის სისქის შესამჩნევი მომატებით. ამ მოდელში ტრიფაროტნმა წარმოქმნა სხვა რეტინოიდების მსგავსი კომედოლიური ეფექტი, დაახლოებით 10-ჯერ დაბალი დოზით.

ტრიფაროტნმა, ასევე, აჩვენა ანთების საწინააღმდეგო და დეპიგმენტაციური მოქმედება.

ჩვენებები:
აკნეს  სამკურნალო ტოპიკური გელი

აკლიფი ნაჩვენებია სახეზე და/ან ტანზე  საშუალო და მძიმე  აკნეს  ტოპიკური  მკურნალობისთვის (მრავლობითი კომედონების, პაპულების და პუსტულების არსებობისას), 12 წლი და უფროსი ასაკის პაციენტებში.

დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
აკლიფის კრემის თხელი ფენა დაიტანება  სახის და/ან ტანის დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ, საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე.
გამოიყენება მხოლოდ კანზე .

 

გამოყენების წესი

ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენჯერმე დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ტუმბო ახლა მზად არის გამოსაყენებლად.

 

ტუმბოს ერთი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.

ტუმბოს ორი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის ზედა ნაწილი,  მხრები და მკერდი). ერთი დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.

 

უკუჩვენებები:

ორსულობა ;

ქალები, რომლებიც გეგმავენ დაორსულება;

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

შესაძლებელია გამოყენებისას  აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება ( ერითემა, აქერცვლა, კანის სიმშრალე და წვის შეგრძნება).

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია:

დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

დამატენიანებლის გამოყენება რეკომენდებულია საჭიროებისამებრ ხშირად , აკლიფის კრემით მკურნალობის დაწყებიდანვე.

საჭიროა გარკვეული ინტერვალის დაცვა დამატენიანებელსა და აკლიფის კრემის დატანებს შორის. 

საწყის ეტაპზე  პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება  (მაგ ყოველ მეორე დღეს) ან დროებით შეაჩერება.

მწვავე რეაქციების გაგრძელების შემთხვეაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია

აკლიფის კრემი არ გამოიყენება ჭრილობებზე, ეგზემატოზურ ან მზისგან დამწვარ კანზე.

 

მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული:

მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, მათ შორის მზის ნათურები ან ფოტოთერაპია. რეკომენდებულია  ფართო სპექტრის, წყალგამძლე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF 30  და მეტი), დამცავი ტანსაცმლის გამოყენება ნამკურნალებ ადგილებზე, როდესაც მზის სხივებისგან    თავიდან აცილება შეუძლებელია.

„ცვილის“ გამოყენება დეპილაციური მეთოდის სახით

სხვა აკნეს სამკურნალო ან კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება რომელთაც ააქვთ  ამქერცლავი, გამაღიზიანებელი  ან გამშრობი ეფექტი.

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში, ქუთუთოებზე , ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე . ამ უბნებზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოთ  თბილი წყლით .

აკლიფის გამოყენებისთანავე აუცილებელია ხელების დაბანა.  

 

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმული პაციენტები

აკლიფის უსაფრთხოება და ეფექტურობა 65 წლის და უფროსი ასაკის გერიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

აკლიფი არ არის შესწავლილი თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პედიატრიული პოპულაცია

აკლიფის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

აკლიფის კრემის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ტრიფაროტენის ადგილობრივმა გამოყენებამ არ იმოქმედა პერორალური გზით მიღებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (ეთინილ ესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის) ცირკულაციურ კონცენტრაციაზე.

 

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება აკლიფის კრემზე

სიფრთხილეა საჭირო  კანის  ამქერცლავი ან  ცხიმიანობის მარეგულირებელ  სამკურნალო ან კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას,  კანის გაღიზიანების თავიდან არიდების  მიზნით

 

გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღენიშნოს არასასურველი რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა: კანის გაღიზიანება, აქერცვლა, სიმშრალე, ერითემა და წვა/ჩხვლეტა.

ხშირი(10 დან 1 პაციენტში)  -  პრეპარატის დატანის ადგილას კანის გაღიზიანება და ქავილი, მზით დამწვრობა.  

არახშირი (100 დან 1 პაციენტშიპრეპარატის დატანის ადგილას კანის  სიმშრალე, გაღიზიანება, ტკივილი, კანის  გაუფერულება, ეროზია, გამონაყარი, შეშუპება,  ალერგიული დერმატიტი.

უცნობი სიხშირისერითემა, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, ეგზემა ასტეატოზურისებორეული დერმატიტი, კანის წვის შეგრძნება, ნახეთქები კანზე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ქუთუთოს აქერცვლა, ქუთუთოს შეშუპება, ქეილიტი,
წამოწითლება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას  მიმართეთ ექიმს.

 

დოზის გადაჭარბება

აკლიფი განკუთვნილია დღეში ერთხელ  მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად.

თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი რაოდენობით, ამით არ მიიღწევა უფრო სწრაფი ან უკეთესი შედეგი და შეიძლება აღინიშნოს სიწითლე, აქერცვლა ან კანის დისკომფორტი. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და დაელოდეთ სანამ კანი არ აღდგება.

შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიმპტომური ზომები.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა 

გარეგანი გამოყენების  გელიმრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოში,  30გრ.


შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა 

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.

გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

 

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სად შევიძინოთ?