ალაპიკი / ALApic
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
სასურსათო დანამატი
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ალფა ლიპოის მჟავა..........200მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსილპროპილ მეთილ ცელულოზა; ჰიდროქსილპროპილ მეთილ ცელულოზა (E464); მაგნიუმის მარილების ცხიმოვანი მჟავები.
თვისებები:
ალფა ლიპოის მჟავა (ALA) ბუნებრივი საკვები დანამატია, რომელიც სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ მიტოქონდრიებში და არის ფერმენტების კოფაქტორი, რომელთაგანაც ორი ჩართულია კრებსის ციკლში და უზრუნველყოფს ქსოვილების ენერგიით მომარაგებას. ალფა ლიპოის მჟავა (ALA) ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი თავისუფლად მოქმედებს როგორც ჰიდროფილურ, ასევე ჰიდროფობურ გარემოში და ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ არაერთი ორგანო და ორგანოთა სისტემა. ალფა ლიპოის მჟავა (ALA) აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ანტიოქსიდანტურ სისტემას, ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და ავსებს მას ენერგიით (ზრდის ატფ-ის დონეს ქსოვილებში), აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას და ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. იგი ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებს და ამცირებს დეპრესიულ მოვლენებს.
ალფა ლიპოის მჟავა-ს (ALA) დეფიციტის მიზეზი არის ლიპოის მჟავას სინთეტაზას დეფიციტი, რომელსაც იწვევს გენეტიკური მუტაცია ან უჯრედების შემთხვევითი გაყოფა. მუტაციას იწვევს ვირუსები, ულტრაიისფერი გამოსხივება, სხვა გარემო ფაქტორები ან მათი კომბინაცია. დეფიციტი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
ადრეული ლაქტური აციდოზი;
კრუნჩხვები;
ჰიპოტონია;
ანვითარებისა და ზრდის შეფერხება;
ალფა ლიპოის მჟავა (ALA)-ს შემცველი პროდუქტებია:
წითელი ხორცი, ჭარხალი, ბროკოლი, სტაფილო, კარტოფილი და ისპანახი.
მიღების წესი:
ალაპიკი მიიღება 11 წლის ასაკიდან მოზარდებსა და მოზრდილებში, 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლო გვერდითი მოვლენებია ღებინება, თავის ტკივილი, გამონაყარი.
უკუჩვენება:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.
შენახვის წესი:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.