შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Candida albicans D5-ის ხსნარის 1 მლ-ს, HAB-ის 5ა
სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
– მიკოზები და კანის დაავადებები, რომლებიც მეორადი სოკოვანი დაინფიცირებით მიმდინარეობენ
– პირის ღრუს დაავადებები – სტომატიტი, გინგივიტი, ანგულური სტომატიტი, აფთები
– უროგენიტალური ტრაქტის მიკოზები – ვაგინიტი, ურეთრიტი და შეიძლება ადნექსიტი
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ალერგიული დაავადებები და სოკოვანი დაზიანებები ქოლეცისტიტის და კოლიტის დროს
თვისებები
უჯრედული იმუნური დაცვის გაძლიერება T-ლიმფოციტების პოპულაციის სტიმულაციით. იზოპათიური მოქმედება ეფუძნება საფუარა სოკოს საპროფიტული ფაზის ჩანდიდა ალბიცანს-ის პარაზიტულ სოკოვან ფაზაზე ზემოქმედებას
მიღება
შიგნით მისაღებად: 5 წვეთი 1-2-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე.
შესაზელად: 5-10 წვეთი დღეში 1-ჯერ იდაყვის ფოსოში, ან დაავადებულ ადგილას, მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
არ მიიღება საფუარა სოკოების (Candida albicans) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ 3 კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვთა ასაკში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება Candida albicans-ი მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, Exmykehl-ის შემადგენლობაში
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში