Plasmon
ალფოლინი / ALFOLIN


შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (ქოლინის ალფოსცერატის ჰიდრატის ფორმით) 1000 მგ.

დამხმარე ნივთიერება:  საინექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები. ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი

ათქ  კოდი:  N07AX02

ფარმაკოლოგიური   თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ალფოლინი - ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი, ცნს-ზე უპირატესი მოქმედებით. პრეპარატის შემადგენლობაში  შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი თავის ტვინის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება ქოლინად და ალფოსცერატად, რომელიც ბიოტრანსფორმირდება გლიცეროფოსფატად. ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის სინთეზში, ნერვული იმპულსების გადაცემით და თავის ტვინის მუშაობის გაძლიერებით. ხოლო გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ნეირონული მემბრანების  ფოსფატიდილქოლინის წინამორბედს.

ალფოლინი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას  და  აღადგენს ცნობიერებას თავის  ტვინის ტრავმული  დაზიანების დროს. ახდენს პროფილაქტიკურ და მაკორეგირებელ მოქმედებას ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომის ფაქტორებზე, როგორიცაა ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის დაქვეითება.

  ფარმაკოკინეტიკა:

ალფოლინი ადვილად  გადალახავს  ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად  ფილტვების  საშუალებით ნახშირბადის დიოქსიდის (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა  გამოიყოფა  თირკმელებისა   და   ნაწლავების   მეშვეობით.
 

გამოყენების ჩვენებები:

- ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი, უპირატესად თავის ტვინის ღეროს დაზიანებების შემთხვევაში (მათ შორის, ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა);

- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური (მწვავე და აღდგენითი პერიოდი) და ჰემორაგიული (აღდგენითი პერიოდი) ტიპის დარღვევები;

- დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები და ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგები, როგორიცაა პირველადი და მეორადი   მნესტიური ფუნქციების დარღვევები, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევა, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციის,  ინიციატივის და   ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;

- ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება; მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;

- მულტიინფარქტული დემენცია.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.

მწვავე შემთხვევებში გამოიყენება ი/მ  1 გ (1 ამპულა) დღე-ღამეში ან ი/ვ  1გ-დან 3 გ-მდე დღე-ღამეში.

ი/ვ შეყვანისას 1 ამპულის (4 მლ) შიგთავსი  უნდა  გაიხსნას  ფიზიოლოგიური  ხსნარის 50 მლ-ში; ინფუზიის სიჩქარე-60-80 წვეთი/წთ,  მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს  10 დღეს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის გამოჩენამდე.

უკუჩვენებები:

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

- გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგი), ალერგიული რეაქციები.

როგორც წესი, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით  ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

ალფოლინი არ ახდენს გავლენას პაციენტის მიერ ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

პრეპარატი  უკუნაჩვენებია  ორსულობის დროს. მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება პედიატრიაში:

ბავშვებში ალფოლინის  გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:

ალფოლინის  ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან  აღწერილი  არ არის.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში  აღინიშნება  გულისრევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა:

საინექციო  ხსნარი 4მლ უფერო მინის ამპულებში.

3 უფერო მინის ამპულა კონტურულ უჯრედოვან  შეფუთვაში.

1 კონტურული უჯრედოვანი  შეფუთვა  მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის   პირობები:

ინახება  სინათლისგან დაცულ ადგილზე  არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილზე!

ვარგისობის  ვადა:

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის  პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?